ფანარიონზე განაცხადეს,რომ დაწყევლეს უნეტარესი და ყველა,ვინც მას მხარს უჭერს

პატრიარქი ბართლომე. ფოტო: dikaiologitika.gr

არქიმანდრიტმა რომანოს ანასტასიადისმა, რეტიმნოსა და ავლოპოტამოსის მიტროპოლიის კლირიკოსმა, განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესია წყევლის უნეტარეს ონუფრის და ყველა მათგანს, ვინც მას კიევის კანონიერ მიტროპოლიტად მიიჩნევს ფანარიონის მითითებების საწინააღმდეგოდ. ამის შესახებ ანასტასიადისმა დაწერა თავის ფეისბუქ-გვერდზე.

გამოაქვეყნა რა ბერძნული რესურსის „რომფეას“ პუბლიკაციის სკრინშოტი შტამპტით “fake”კიევში უნეტარესი ონუფრის წმინდანის დღის ზეიმის თაობაზე, ფანარიონის კლირიკოსი წერს:

„ქრისტეს წმინდა დიდი ეკლესიის წყევლა არა მხოლოდ თავად მას, მოუნანიებელს, უკანონოს, მისი ხალხის უბადრუკ და უბედურ მოღალატეს, უკრაინის საეკლესიო ხომალდის უკანონო მგზავრს, არამედ ყველა იმასაც, ვინც აგრძელებს  „კიევის“ (მიტროპოლიტი- რედ.) ტიტულის აღდგენას, რომელიც უზურპირებულია (უნეტარესი ონუფრის მიერ - რედ.) ეკლესიის მკაფიო აკრძალვის მიუხედავად“.

შეგახსენებთ, უნეტარესი ონუფრის მისამართით მისალოცები მოვიდა სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიიდან, მათ შორის, საქართველოს, სერბეთის, რუსეთის, პოლონეთის ეკლესიების წარმომადგენლებისგან, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ეკლესიისგან, ანტიოქიის, იერუსალმის საპატრიარქოების იერარქებისგან და ა.შ. ყველა დოკუმენტში უმე-ს წინამძღოლი მითითებულია კიევის მიტროპოლიტად.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.