სერბეთის პატრიარქმა უნეტარეს ონოფრეს ანგელოზის დღე მიულოცა

სერბეთის მართმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი პორფირე (პერიჩი). ფოტო: vzcz.church.ua

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა პორფირემ (პერიჩი) ანგელოზის დღე მიულოცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს, იუწყება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება.

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა მოსალოც ეპისტოლეში გაიხსენა ღირსი ონოფრე დიდი, რომელიც არის უნეტარესის ზეციური მფარველი და მეოხი. „ღირსმა ონოფრემ  ხორციელი ღვაწლით  საკუთარი სული მადლით გაამშვენა, ანგელოზთა მსგავსი გახდა, რომლებიც მაღლით მარად ადიდებენ უფალს! ჩვენ ვიცით, რომ მან მარხვით და ლოცვით ორმოცდაათ წელზე მეტი გაატარა ასკეზის შორეულ და მკაცრ უდაბნოში, გვაოცებს მისი ღვაწლი და სიტყვები: ყველაზე მეტად ღვთის უტკბილესი სიტყვებით ვსაზრდოობ და ვისრუტავ მათ“, - დაწერა პატრიარქმა პორფირემ.

მან აღნიშნა, რომ ევედრება ღირს ონოფრე დიდს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის სულიერ და ხორციელ გაძლიერებას. „ვადასტურებთ თქვენი მღვდელმთავრული მსახურების მსხვერპლშეწირვას და ვევედრებით თქვენს ზეციურ მფარველს, ღირს ონოფრე დიდს, რომ გაგაძლიეროთ სულიერად და ხორციელად ღვთივსათნო სამღვდელოებისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული მრევლის სასიხარულოდ“, - დაასკვნა სერბეთის პატრიარქმა.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, 2021 წლის 25 ივნისს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს მისი წინამძღოლის ანგელოზის დღეს და ბერობის 50 წლისთავს“.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.