ლუცკში განახლდა მეუ-ს აქტივისტების მიერ უმე-ს მღვდლის შვილის ცემის საქმე

დეკანოზი ვლადიმერ მელესი, უმე-ს მღვდელი სოფელ სადოვეში. ფოტო: pravoslavna.volyn.ua

2021 წლის 17 ივნისს ვოლინის ოლქის ლუცკის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა ვოლინის ოლქის ლუცკის სდმს (საგადასახადო დანაშაულის მთავარი სამმართველო) განყოფილების უფროსი გამომძლიებლის ი.მ.იზაის განკარგულება 2020 წლის 22 ივნისს ს. სადოვიდან უმე-ს მღვდლის ვასილი მელესის  შვილის ცემაზე სისხლის სამართლის საქმის შეჩერების შესახებ,იტყობინება ვოლინის ეპარქიის პრეს-სამსახური.

ეს უკვე ამ საქმის  გადაწყვეტილებაზე  სისხლის წარმოების შეწყვეტის მეორე  შემთხვევაა .

2019 წლის 18 ივლისს გამომძიებელ ი.მ.იზაის უკვე გამოტანილი ჰქონდა განკარგულება სისხლის სამართლის წარმოების დახურვაზე, რომელიც ლუცკის რაიონული სასამართლოს გამომძიებელი მოსამართლის გადაწყვეტილებით 2019 წლის 07 ოქტომბერს  შეწყვეტილ იქნა.

გამომძიებელი მოსამართლის და პროკურორის განაჩენის იგნორირებით, გამომძიებელმა ი.მ. იზაიმ  2020 წლის 22 ივნისს განმეორებით გამოიტანა ამ საქმეზე სისხლის საქმის წარმოების შეჩერების განკარგულება, აღნიშნა, რომ შეუძლებელია დეკანოზ ვლადიმერ მელესიას ნაცემი შვილის იდენტიფიცირება. ამასთან გამომძიებელმა არ გადაუგზავნა მითითებული გადაწყვეტილება დაზარალებულ ვ.ვ. მელესიას,  რითაც დაარღვია  მისი უფლება გაესაჩივრებინა  სასამართლოში გადაწყვეტილება სისხლის სამართლის წარმოების შეწყვეტაზე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 31 მარტს მეუ-ს ეკლესიური რეიდერები ვოლინის ოლქის ლუცკის რაიონის სოფელ სადოვში თავს დაესხნენ უმე-ს თემის დეკანოზის ვლადიმერ მელესიას შვილს- თექვსმეტი წლის ვასილის. თავდასხმის შედეგად მღვდლის შვილმა თავის ქალის ძვლის ტრამვა მიიღო, ასევე კანის ჰემატომები და სისხლჩაქცევები.

მონაცემები სისხლის სამართლის დარღვევაზე შეტანილ იქნა წინასწარი გამოძიების ერთიან სახელმწიფო რეესტრში 2019 წლის 1 აპრილს.

უმე-ს ტაძარი სოფელ სადოვში გახდა მეუ-ს რეიდერების მიტაცების ობიექტი 2019 წლის 2 თებერვლიდან. მაშინ ახალი საეკლესიო ორგანიზაციის მომხრეები  ჭრიდნენ საკეტებს ტაძარში და აცხადებდნენ თავის საკუთრებად მიუხედავად იმისა, რომ უმე-ს თემმა ჩაატარა თავისი სამრევლოს კრება და იურისდიქციის შეცვლაზე უარი განაცხადა, გადაიტანა რა საღვთო მსახურება საცხოვრებელ შენობაში.

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, დეკანოზი ვლადიმერ მელესია დაობს თემის ქმედებებზე, რომელიც ცდილობს გამოასახლოს მისი ოჯახი საეკლესიო სახლიდან ვოლინის ოლქის სოფელ სადოვში.

მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს

მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.

რადა პორნოს დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა

კანონპროექტს მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა

უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო

ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.

ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ

ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში

მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.