უმე-ში კომენტარი გააკეთეს ზელენსკის სიტყვებზე ეკლესიასა და ომზე

ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: facebook.com/V.D.Kotsaba

2021 წლის 16 ივნისს ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის მეთაურმა, ბარიშევსკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) თავის Telegram-არხზე კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის სიტყვებზე, რომელმაც განაცხადა, რომ როდესაც ეკლესიაზე ფიქრობს, დონბასში ომი ახსენდება.

მეუფე ვიქტორის აზრით, „ბოლომდე გასაგები არ არის, რა საჭიროა იმისთვის, რომ შეწყვიტო კონსტიტუციის დარღვევა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ და გააუქმო ანტიეკლესიური კანონების მოქმედება, ჯერ დონბასში ომი უნდა დაასრულო“.

მღვდელმთავარმა ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინის ძირითადი კანონის დარღვევა, რომელიც რწმენის თავისუფლების გარანტია, არ შეიძლეაბ გამართლებული იყოს საომარი ქმედებებით ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში“.

გარდა ამისა, იერარქის სიტყვებით, „ გაუგებარია, იმისთვის, რომ შეწყდეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებების დარღვევა, ჯერ ურთიერთობა უნდა დალაგდეს რუსეთის ფედერაციასთან“.

„უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები უკრაინის მოქალაქეები არიან, ესე იგი მათი უფლებები არ უნდა იყოს დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის კარგ ან ცუდ ურთიერთობებზე სხვა სახელმწიფოებთან“, - თვლის ეპისკოპოსი ვიქტორი.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის მშვიდობისა და უკრაინაში ომის შეწყვეტის მომხრე იყო, ხოლო „მისი სამშვიდობო პოზიცია შეიძლება საფუძველი და მაგალითი იყოს დონბასში საომარი მოქმედებების შეჩერების მცდელობის“.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის აზრით, რუსეთთან ურთიერთობაში ომი უნდა შეწყდეს, ახლა კი, როდესაც ეკლესიაზე ლაპარაკობენ, ის ომზე ფიქრობს.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.