ორგანიზაციამ «Миряне» ღია წერილით მიმართა პო-ს მეთაურის მრჩეველს

ოპ. მეთაურის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი. ფოტო: vestiukraine.livejournal.com

საზოგადოებრივი ორგანიზაციის «Миряне» მეთაურმა ვასილი მაკაროვსკიმ ღია წერილით მიმართა პრეზიდენტის ოფისის მეთაურის მრჩეველს, სადაც ყვებოდა უმაღლეს რადასთან ლოცვითი დგომის არსის შესახებ და მადლიერება გამოხატა მიხეილ პოდოლიაკის მიმართ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პოზიციის განმარტების გამო.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირს მოყავს საზოგადოებრივი გაერთიანების «Миряне» ღია წერილის ტექსტი პრეზიდენტის ოფისის მეთაურის მრჩევლის მიხეილ პოდოლიაკისადმი.

პატივცემულო მიხეილ მიხეილის ძე!

2021 წლის 15 ივნისს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ოცი ათასი ერისკაცი შეიკრიბა მოედანზე უკრაინის უმაღლეს რადასთან სამშვიდობო პარაკლისზე. ხალხი ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდა, რომ დაიცვას საკუთარი უფლებები და უკრაინის სახალხო დეპუტატებს გადასცეს მიმართვები მომზადებული კანონპროექტებით, რომლებიც აუქმებენ პრეზიდენტ პოროშენკოს დროს მიღებულ კანონმდებლობის ანტიეკლესიურ ცვლილებებს.

პარაკლისის შემდეგ ერისკაცები ჯვრით მსვლელობისას მივიდნენ პრეზიდენტის ოფისთან მოთხოვნით, რომ ამ უკანასკნელს მხარი დაეჭირა სახალხო კანონპროექტებისთვის, აგრეთვე უკან გამოეთხოვა კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს  მოწვევა უკრაინაში, ვინაიდან ეს არღვევს რელიგიური კონფესიების თანასწორობას უკრაინაში და საფრთხეს უქმნის მშვიდობას და სიმშვიდეს ჩვენს ქვეყანაში.

ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, იმდღევანდელი მასიური აქციების კომენტირებისას, საკმაოდ მკვახე ფორმით განაცხადა, რომ ღონისძიება უმაღლეს რადასთან დადგმულ ფორმატში იყო და თან ყველაფერი გადახდილი, ამ რეპლიკაში კი ეკლესია ახსენა. „რაღაც იქ, ეკლესიაში, ისევ ისე არ არის“ გაიჟღერა ერთიან კონტექსტში „...ათასობით ბებო მოვიდა ОПЗЖ-ს (ოპოზიციური პლატფორმა - ცხოვრებისთვის) ყვითელ კეპებში. აბა, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი?“.

პრეზიდენტის ასეთი რეპლიკა მართლმადიდებლური საზოგადოების მიერ აღქმული იყო როგორც რეაქცია ჩვენს ღონისძიებაზე და, რბილად რომ ვთქვათ, გააკვირვა საზოგადოება. ასე ჩანს, რომ პრეზიდენტმა ვერ გაარჩია, გააერთიანა და გააკრიტიკა ერთდროულად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერისკაცების დგომა და მეორე აქცია, რომელსაც აგრეთვე მოგვიანებით ატარებდა მითითებული პოლიტიკური ძალა. ამან გაანაწყენა მორწმუნეები, რადგან მათ დაინახეს პრეზიდენტის ცუდი გათვიცნობიერება მაშტაბური აქციისა და მისი არსის შესახებ. ამ გამონათქვამის ტონი აგრეთვე  მიუღებლად აგდებული იყო რელიგიური გრძნობების დელიკატური თემის მიმართ.

თუმცა თქვენ ძალზე დროულად სახალხოდ განმარტეთ, რომ პრეზიდენტის ასეთი ხისტი რეაქცია არა მართლმადიდებელთა პარაკლისზე, არამედ პოლიტიკური პარტიის აქციაზე იყო, რომელიც უკრაინის უმაღლეს რადასთან ტარდებოდა ერისკაცების დგომის შემდეგ. ხოლო მართლმადიდებელ მორწმუნეთა პარაკლისის მიმართ პრეზიდენტს არავითარი პრეტენზიები არ აქვს.

ჩვენ მადლობას მოგახსენებთ უკრაინის პრეზიდენტის პოზიციის განმარტების გამო და დარწმუნებულები ვართ, რომ მის ფორმირებაზე სწორედ თქვენ მოახდინეთ გავლენა.

საჯაროდ მოგმართავთ თქვენ, მიხეილ მიხეილის ძე, თხოვნით, რომ გამოყოთ ერთი საათი თქვენი სამუშაო დროიდან ერისკაცების წარმომადგენლებთან შესახვედრად, რომლებიც პირადად განმარტავენ თქვენთვის უკრაინის პრეზიდენტისადმი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა მოთხოვნების არსს.

წინასწარ გიხდით მადლობას თქვენი გახსნილობის გამო.

პატივისცემით,

საზოგადოებრივი გაერთიანების «Миряне»

თავმჯდომარე ვასილი მაკაროვსკი.

16.06.2021.

15 ივნისს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 20000 მორწმუნემ ლოცვითი დგომა ჩაატარეს უმაღლეს რადასთან, სადაც გადასცეს ორი კანონპროექტი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად, აგრეთვე ჯვრით ხელში მსვლელობა გამართეს პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ოფისისკენ.

იმავე დღეს პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, სრულიად უკრაინულ ფორუმზე „უკრაინა.30“ გამოსვლისას, კომენტარი გააკეთა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა ლოცვით დგომაზე უმაღლეს რადასთან სიტყვებით „ეკლესიაში ისევ რაღაც ისე არ არის“, აერია ОПЗЖ (ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის) მიტინგთან.

როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, პრეზიდენტის ოფისში ცდილობდნენ ზელენსკის გამართლებას „ყვითელი კეპებისთვის“ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა თავებზე.

სანამ უკრაინას ვიცავ, ჩემი სახლის წართმევა სურთ, - სამხედრო პირი ლავრაზე

ჯარისკაცს სურს სასამართლოში დაიცვას მონასტრის ბერები, რომლებსაც კიევ-პეჩერის ლავრიდან განდევნით ემუქრებიან.

ვენესუელაში პრეზიდენტმა შობა 1 ოქტომბერს აღნიშნა

კათოლიკურ ეკლესიას ამ მოვლენაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაეროს ანგარიში: ხელისუფლებას არ შეუწყვეტია ზეწოლა უმე-ზე

გაერომ აღნიშნა უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დარღვევა.

კიევ-პეჩერის ლავრის საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება

შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.