ვიშგოროდში ტაძრის მიტაცების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მეუ უმიზნებს მიწას

დიდმოწამე პანტელეიმონის ტაძრის მრევლმა ერთხმად დაადასტურა უმე-ს და მიტროპოლიტი ონოფრეს ერთგულება. ფოტო: t.me/dozor_kozak1

მეუ-ს წარმომადგენლების მიერ უმე-ს ვიშგოროდის პანტელეიმონის სახელობის ტაძრის მიტაცების  რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, შეაჩერეს თავიანთი ცდები.  თუმცა, როგორც ტელეგრამ-არხ „დოზორ“-თან თავის კომენტარში აღნიშნა  სამრევლოს წინამძღვარმა დეკანოზმა დიონისე დენისენკომ, მეუ-ს მღვდლებმა მოახდინეს ტაძრის ირგვლივ მდებარე მიწის უკანონო გადაფორმება.

2024 წლის 21 და 24 თებერვალს, მეუ-ს წარმომადგენლებმა სცადეს ეკლესიის მიტაცება, თუმცა მორწმუნეებმა შეძლეს სიწმინდის დაცვა. მეუ-ს კლირიკების ჯგუფმა ვიტალი კლოსის მეთაურობით ჩამოგლიჯეს ბოქლომები ღვთის სახლში და ყოველმხრივ ცდილობდნენ დაეკავათ ტაძარი.

თავისი სიწმინდის დასაცავად ყოველთვის მოდიოდნენ სამღვდელოება და მრევლი, მათ შესძლეს დაეცვათ თავისი ტაძარი დამპყრო0ბლებისაგან. მეუ-ს კლირიკებმა დროებით შეაჩერეს ტაძრის წართმევა. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ მათ უკანონოდ გააფორმეს ტაძრის მიწა.

დაწვრილებით იმაზე, თუ რა ხდება ახლა ვიშგოროდში, ყვება უმე-ს პანტელეიმონის სახელობის სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი დიონისე დენისენკო.

მღვდელმა აღნიშნა, რომ მეუ-ში იმედი მისცეს დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ განახორციელონ არავითარი უკანონო ქმედება სანამ მიმდინარეობს საგამოძიებო განხილვა. მან დიალოგის დაწყების მოწოდებით  მიმართა პროვოკაციის წამომწყებს, მეუ-ს კლირიკს. „გელოდებით მშვიდობით და სიყვარულით , მაგრამ არა დილის 5 საათზე  ძალაყინებითა და ხრახნისებით“,-თქვა მ.დიონისემ.

როგორც მჟკ წერდა, 21 თებერვალს იური ბოლშაკოვმა ადრე დილით მოჭრა  პანტელეიმონის ტაძრის ბოქლომები. თავისი მოქმედება მან მაშინ იმით ახსნა, რომ მას „არ ეძინებოდა“ და „უნდოდა ელოცა“. ასევე ადრე ცნობილი გახდა, რომ უმე-ს  ტაძრის თავდამსხმელი ვიშგოროდში  უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის შემოწირული მანქანებით   ვაჭრობდა.

მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს

მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.

რადა პორნოს დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა

კანონპროექტს მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა

უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო

ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.

ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ

ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში

მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.