უმე-ს იერარქი: «Миряне» - ხალხის ხმაა და «Слуги народа» ის უნდა გაიგონ

დუბენსკის ეპისკოპოსი პიმენი. ფოტო: news.church.ua

«Миряне» -  ხალხის ხმაა და ხელისუფლება ვალდებულია უსმინოს მას. ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის როვენსკის ეპარქიის ქორ-ეპისკოპოსმა, დუბენსკის ეპისკოპოსმა პიმენმა (ვოიატი) თქვა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან კომენტარში.

იეარაქმა აღნიშნა, რომ მორწმუნეებს, რომლებიც რეალურ და აქტიურ მონაწილეობას იღებენ ეკლესიის ცხოვრებაში, ყოველთვის შეუძლიათ ეკლესიის  დახმარება, იმიტომ რომ „სწორედ ისინი არიან ეკლესიის წევრები“.

«Миряне» - ეს ხალხის ხმაა, - თქვა მეუფე პიმენმა. - ჩვენ ძალიან დიდხანს ველოდით, ვსარგებლობდით სხვადასხვა ტოლერანტული გზებით - მღვდელმთავრებიც და მღვდლებიც. მოვუწოდებდით, ვთხოვდით მოესმინათ ჩვენთვის. ჩვენი ხმა მათ ვერ გაიგეს. ამ მოძრაობაში კი ხალხის ხმა ისმის“.

ეპისკოპოსის აზრით, ვინც თავს „ხალხის მსახურები“ უწოდა, უნდა გაიგონ თავისი ხალხის ხმა და  ემსახურონ მას.

„ხელისუფლება ვალდებულია უსმინოს ხალხს, კონსტიტუციაში ხომ წერია, რომ ხელისუფლების ძირითადი წყარო მაინც ხალხია, რომელიც, ჩვენი აზრით, ღვთის ხალხია“, - ხაზი გაუსვა მან.

ეპისკოპოსმა პიმენმა დაამატა, რომ აქციას, რომელიც «Миряне»-მ დაგეგმეს უმაღლესი რადის კედლებთან 15 ივნისს, დიდი ალბათობით შეუერთდებიან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის როვენის ეპარქიის მორწმუნეებიც, რადგან, აღნიშნა მან, ამ ღონისძიებით ძალიან  ბევრი ადამიანი დაინტერესდა.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უკრაინაში გაჩნდა მაშტაბური პროექტი «Миряне», რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს მოუწოდებს ხმა ამოიღონ და აღარ იყვნენ უჩინარი უმრავლესობა, გამოხატონ აქტიური პოზიცია რწმენის, ტრადიციული ღირებულებებისა და ეკლესიის დასაცავად.

15 ივნისს «Миряне» მოუწოდებს  უმაღლეს რადასთან მოსვლისკენ ლოცვით დგომაზე, სადაც საჯაროდ გადასცემენ ორ ახალ კანონპროექტს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეების უფლებების დასაცავად. დგომის დასაწყისია 9:00.

სანამ უკრაინას ვიცავ, ჩემი სახლის წართმევა სურთ, - სამხედრო პირი ლავრაზე

ჯარისკაცს სურს სასამართლოში დაიცვას მონასტრის ბერები, რომლებსაც კიევ-პეჩერის ლავრიდან განდევნით ემუქრებიან.

ვენესუელაში პრეზიდენტმა შობა 1 ოქტომბერს აღნიშნა

კათოლიკურ ეკლესიას ამ მოვლენაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაეროს ანგარიში: ხელისუფლებას არ შეუწყვეტია ზეწოლა უმე-ზე

გაერომ აღნიშნა უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დარღვევა.

კიევ-პეჩერის ლავრის საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება

შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.