არქიეპისკოპოსმა უპასუხა ფანარიონის იერარქის სიტყვებს რკე-სთან გაერთიანებაზე

ჩერკასისა და კანევის არქიეპისკოპოსი ფეოდოსი. ფოტო: Черкасский благовестник

ჩერკასკისა და კანევის არქიეპისკოპოსმა ფეოდოსიმ (სნეგირიოვი)  მჟკ-სთან ექსკლუზიურ კომენტარში თქვა, თუ  რა არის მოსალოდნელი კონსტანტინოპოლის პატრიარქისაგან იმის შემდეგ, რაც იტალიის მიტროპოლიტმა და სამხრეთ ევროპის ეგზარხოსმა პოლიკარპემ (სტავროპულოსი) პაპ ფრანცისკეს თავისი პატრიარქი უწოდა და განაცხადა მოახლოებულ ერთობაზე კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის.

უმე-ს იერარქმა თქვა, რომ ფანარიონის წამომადგენლის  უნიური განცხადებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ნათელი გახდეს, რატომ და რისთვის მოიკვეთეს თავისი თავი კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ და მისმა სატელიტებმა ,ჭეშმარიტი რწმენისა და კანონიკური სიმართლისათვის მყარად მდგომი   ადგილობრივი ეკლესიების ჯგუფებიდან.  "გამორიცხული არაა, რომ მან ეს გააკეთა ამ საბოლოო მიზნის მისაღწევად (უნია,-რედ.). და ახლა ამ მიზნის რეალიზაცია უფრო რეალურია, ვიდრე ბევრს შეიძლება მოეჩვენოს",- თქვა არქიეპისკოპოსმა ფეოდოსიმ.

ჩერკასკის ეპარქიის მეთაური თვლის, რომ არ ღირს ამის გამო მორწმუნე უკრაინელებმა, რუსებმა, მოლდაველებმა, სერბებმა, რუმინელებმა, ქართველებმა, ბულგარელებმა, ჩეხებმა და ა.შ. , რომლებიც მიეკუთვნებიან მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას,  ატეხონ პანიკა და  ამავე დროს თვითონ მას არ მიაყენონ ზიანი.

 ამის გამო , უმე-ს იერარქის აზრით, უნდა შეწუხდნენ ელინური სამყაროს წამომადგენლები: ათონის ბერ-მონაზვნობა, მართლმადიდებელი ბერძნები საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, ალექსანდრიის ეკლესია, ამერიკის ბერძნული დიასპორა, რადგანაც მეტ-ნაკლებად საშიშროების ქვეშ ისინი იმყოფებიან იმის გამო, რომ " ერთხელაც დილით ვატიკან-ფანარიონის  სცენიდან "ქალაქს და მსოფლიოს (ელინის პირველ რიგში) " შეიძლება განუცხადონ შემდგარ "ქრისტიანობის ეპოქალურ გაერთიანებაზე" და   რომის პაპთან მათი, ბერძნების ამჟამინდელ ზიარებაზე".

ამასთან დაკავშირებით არქიეპისკოპოსი ფეოდისი ელინური სამყაროს მართლმადიდებელ მორწმუნეებს, რწმენაში მტკიცე ეპისკოპოსებს, მონაზვნებსა და ერისკაცებს მოუწოდებს სასწრაფოდ დადგნენ ეკლესიის დასაცავად: "აუცილებელია ოპერატიულად და ერთობლივად გავანეიტრალოთ სულიერი წყლული, რომელიც თავისი ინფექციით წამლავს მართლმადიდებელ სამყაროს. აუცილებელია აღდგეს კანონიკური  ჭეშმარიტება ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ოჯახში და მიღებულ იქნას ყველა ზომა, რათა მსგავსი მომავალში არასოდეს არ განმეორდეს".

უმე-ს იერარქი თვლის, რომ თუ ეს არ გაკეთდა ახლა, მაშინ მალე დადგება ის დღე, როდესაც დარჩენილ მართლმადიდებელ ბერძნებს თავიდან მოუწევს  თავისი ეკლესიის ნაწილ-ნაწილ, ცალკეულ ეპარქიებად, მონასტრებად, სამრევლოებად აღდგენა, რათა თავი დაიცვან ახალი უნიის ექსპანსიისაგან, რომელიც აკურთხა ფანარიონმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ელინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა უპასუხა ფანარიონის იერარქს, რომელმაც პაპს თავისი პატრიარქი უწოდა.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.