უმე-ს საქმეთამმართველი საქართველოს პატრიარქს ილიას შეხვდა
უმე-ს დელეგაცია ილია მეორესთან შეხვედრაზე თბილისში. ფოტო: vzcz.church.ua
2021 წლის 7 ივნისს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრის კურთხევით, უმე-ს საქმეთა მმართველი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი) თბილისში შეხვდა საქართველოს პატრიარქს, უნეტარეს ილია მეორეს. ამაზე იუწყება უმე-ს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილება (სსუგ).
მიტროპოლიტ ანტონს თან ახლდა უმე-ს სსუგ-ს დეკანოზი ნიკოლაი დანილევიჩი . შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უმე-ს სასულიერო პირები პროტოდიაკვანი ვადიმ ნოვინსკი და პროტოდიაკვანი ალექსეი პერტინი.
საქართველოს მხრიდან უმე-ს დელეგაციასთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (ჭუაძე), გორისა და ათენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), და ასევე საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლები.
"შეხვედრის დროს, რომელიც თბილ და ძმურ ატმოსფეროში გაიმართა, მიტროპოლიტმა ანტონმა საქართველოს პატრიარქს მოუთხრო უკრაინაში მართლმადიდებლობის რეალური მდგომარეობა. განხილულ იქნა შემდგომი თანამშრომლობის გზები საქართველოსა და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ",- განაცხადეს უმე-ს სსუგ-ში.
პატრიარქ ილიასთან შეხვედრის შემდეგ უმე-ს საქმეთამმართველი ასევე შეხვდა პატრიარქის მოსაყდრეს მიტროპოლიტ შიოს.
შეგახსენებთ, ადრე საქართველოს პატრიარქს ილიას უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი შეხვდა. როგორც უკრაინის საინფორმაციო პოლიტიკისა და კულტურის მინისტრმა ალექსანდრ ტკაჩენკომ განაცხადა, ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკლესიის მხრიდან მეუ-ს აღიარებისთვის. ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებში მეუ-ს წარმომადგენლობის მეთაურმა, ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) შეახსენა ჩინოვნიკებს, რომ კონსტიტუციის თანახმად-ეკლესია უკრაინაში გამოყოფილია სახელმწიფოსაგან, "ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს საეკლესიო საქმეებში, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა ეჩვენებოდეს მას".
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.