ბულგარულმა მასმედიამ გამოაქვეყნა პატრიარქ ნეოფიტეს წერილი პეტრე პოროშენკოსადმი უმე-ს შესახებ

პატრიარქი ნეოფიტე. ფოტო: glasove.com

ბულგარულმა მასმედიამ გამოაქვეყნა გარდაცვლილ პატრიარქ ნეოფიტეს წერილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსა და უმაღლესი რადის სპიკერ ანდრეი პორუბის მისამართით, სადაც პატრიარქი ყვება, თუ რა დამოკიდებულება აქვს ბულგარეთის ეკლესიას უმე-ს მიმართ.

2017 წლის 12 ივნისს ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა პატრიარქმა ნეოფიტემ ოფიციალური წერილი გაუგზავნა უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში გაზრდილ განხეთქილებასთან დაკავშირებით.

 მოგვყავს წერილის სრული ტექსტი:

„მის აღმატებულებას ბ-ნ პეტრე პოროშენკოს, უკრაინის პრეზიდენტს (ასლი უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარეს ანდრეი პორუბს):

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეპისკოპოსო და სამღვდელოება, მონასტრები და ყველა მორწმუნე ადამიანი მგზნებარე და გულწრფელი სიყვარულის განწყობით არიან თავიანთი მართლმადიდებელი ძმების მიმართ, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

ყოველი მართლმადიდებელი ბულგარელის გულში ცოცხალია  მოციქულთასწორი ძმების კირილე და მეთოდეს გმირობის ხსოვნა; ყოველი ჩვენთაგანისთვის ძვირფასია ხსოვნა იმისა, რომ სწორედ ბულგარელმა მისიონერებმა, თესალონიკელი ძმების მოწაფეებმა, ათასზე მეტი წლის წინ საფუძველი ჩაუყარეს წმინდა რუსეთის საწყისს, როდესაც მათ დნეპრის სანაპიროებზე მართლმადიდებელი რწმენა მოიტანეს.

ერთიანი გულით და ერთიანი ბაგეებით ჩვენ ვართ საერთო /ერთი/ რწმენის აღმსარებლები მის  უნეტარესობასთან, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრესთან და უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებთან ერთად.

კიევ-პეჩერის ლავრა, პოჩაევოს მიძინების ლავრა და უკრაინის სხვა უდიდესი მართლმადიდებლური სიწმინდეები უაღრესად ძვირფასია ჩვენთვის.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ შეშფოთებით და ტკივილით ვაკვირდებით უკრაინაში გაჩაღებულ ძმათამკვლელ ომს.

განსაკუთრებით გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ამ რთულ პირობებში განხეთქილების “კიევის საპატრიარქო” - თვითმარქვია არაკანონიკური სტრუქტურა, რომელსაც არანაირი ურთიერთობა არ აქვს მსოფლიო კანონიკურ მართლმადიდებლობასთან, - ექსტრემისტებთან ერთად ხელყოფს მთელი უკრაინელი ხალხის წმინდა მონაპოვარს.

2015 წელს ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა უკვე მიმართა თქვენს აღმატებულებას თხოვნით, რომ არ დაუშვათ განხეთქილების მომხრეებისთვის წმინდა საღმრთო სავანეთა გადაცემა.

დღეს წუხილით აღვნიშნავთ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თავზე ახალი ღრუბლები გროვდება. უკრაინის უმაღლეს რადაში შეტანილია განსახილველად ორი, თავისი არსით ანტიეკლესიური კანონპროექტი, რომლებიც ითვალისწინებენ ცვლილებებს უკრაინის მოქმედ კანონმდებლობაში.

ჩვენი აზრით, შეთავაზებულ შესწორებებს აქვთ შეუნიღბავი დისკრიმინაციული ხასიათი - ისინი აშკარად არღვევენ უკრაინის რელიგიური ორგანიზაციების კანონის წინაშე თანასწორობას და მრევლის ბედს უცხო ხალხის ხელში გადასცემენ, ქმნიან სამართლებრივ საფუძველს სეპარატისტთა და ექსტრემისტთა მიერ უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრების მიტაცებისთვის.

დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ძალზე საშიშია ჩვენს ქვეყანაში  რელიგიათშორისი შეთანხმებისთვის რომელიც ძალზე არამყარია.

უკრაინის კანონმდებლობაში შემოთავაზებულ ცვლილებებს თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში ანალოგი არ გააჩნიათ. ჩვენი ეკლესიის მორწმუნეებს, რომელთა შორის არა მარტო ბულგარეთის, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის მოქალაქეც არის, ზემოთხსენებული კანონპროექტები გაკვირვებას და აღშფოთებას იწვევენ, რადგან ისინი ეწინააღმდეგებიან ეკლესიის საქმეებში სახელმწიფოს ჩაურევლობის პრინციპს და მორწმუნეთა უფლებების უხეში დარღვევის პირობებს ქმნიან. 

გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ერთადერთი კანონიკური ეკლესიაა უკრაინაში - ის მრავალმილიონიანი უკრაინელი მართლმადიდებელი ხალხის მომთმენი, მოსიყვარულე და მრავალტანჯული დედაა.

მისი ინტერესების ნებისმიერი ხელყოფა შეიძლება აღმოჩნდეს დამღუპველი და დამანგრეველი მთელი უკრაინელი ხალხისთვის და უკრაინული სახელმწიფოებრიობისთვის.

ბულგარეთის ეკლესიამ განხეთქილების საშინელება გამოიარა, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით მძაფრად აღვიქვამთ ჩვენთვის და მთელი მართლმადიდებლობისთვის ამ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხს, ვალდებულები ვართ შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ჩვენს კანონიკურ ძმებს  - უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას.

მოგმართავთ თქვენ, თქვენო აღმატებულებავ, თხოვნით, რომ გამოიჩინოთ პოლიტიკური სიბრძნე და გამოიყენოთ თქვენი ძალაუფლება იმისთვის, რომ ხელი შეუწყოთ უკრაინის უმაღლეს რადაში დისკრიმინაციული კანონპროექტების მოხსნას, რომლებიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ არის მიმართული“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები თვლიან, რომ იერარქებმა, რომლებიც ფანარიონში მეუ-სთან თანამსახურებდნენ, ეკლესიის კანონები დაარღვიეს.

უმე-ის ეპისკოპოსებმა გააპროტესტეს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებები რფ-ის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე

უმე-მა დაგმო რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის მიერ დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტი ილარიონის გათავისუფლება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის ადმინისტრაციიდან.

ამსტერდამი: უკრაინის ხელისუფლება სასამართლოებს იყენებს უმე-ის სასულიერო პირების წამებისთვის

ამერიკელმა ადვოკატმა კომენტარი გააკეთა  ეპისკოპოსი ლონგინოზის სასამართლო პროცესის დროს ჰოსპიტალიზაციაზე.

მედია იმედგაცრუებულია უმე-ის სასულიერო პირების პროვოკაციებზე რეაგირების ნაკლებობით

უმე-ის მრევლმა განმარტა, რატომ არ სურთ ჟურნალისტებთან ურთიერთობა.

წინამძღვარი ნოვოკახოვსკას ეპისკოპოსს: ხალხს ბევრი მწუხარება აქვს, იყავით მათი მამა

მისმა უნეტარესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის ქადაგება, მიუხედავად ყველა უბედურებისა და განსაცდელებისა, ეპისკოპოსის მისიაა.

ათასზე მეტი მორწმუნე მივიდა სასამართლოში მიტროპოლიტი ლონგინოზის მხარდასაჭერად

მართლმადიდებელ ბუკოვინელებს შორის მეუფის მიერ ნაშვილები ასობით ბავშვია.

აშშ-ის უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გააკრიტიკა კანონი 3894

„ახალი კანონი აჩენს შეშფოთებას რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების პრობლემები არ არის მწვანე შუქი უფლებების დარღვევისთვის“, - ნათქვამია მოხსენებაში.