ღვთის შთაგონებით, რკე და მართლმადიდებლობა ერთ ბარძიმში გაერთიანდებიან

პაპი ფრანცისკე და პატრიარქი ბართლომე. ფოტო: pravoslavie.ru

ღონისძიებაზე, რომელიც ორგანიზებული იყო ფლორენციის უნივერსიტეტ ლოპიანოს მიერ თემაზე „პაპი პავლე VI, პატრიარქი ათინაგორი და კიარა ლუბიჩი - წინასწარმეტყველება მოძმე ეკლესიებს შორის ერთობის შესახებ“, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ ღვთის შთაგონებით რომის კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიები საერთო ევქარისტიულ ბარძიმში გაერთიანდებიან, იუწყება გამომცემლობა fanarion.blogspot.com.

ფანარიონის მეთაურის სიტყვებით, „მართლაც კურთხეულებმა, მარად დაუვიწყარმა ჩვენმა წინამორბედმა  მსოფლიო პატრიარქმა ათინაგორმა  და პაპმა  პავლე VI, ღვთის შთაგონებით, თავის თავზე აიღეს მართლმადიდებლური და რომის კათოლიკური ეკლესიების შერიგების წმინდა ამოცანა, რომ  ამ ეკლესიების ერთ ბარძიმში გაერთიანება მოხდეს“.

მან „კურთხეული“ უწოდა პატრიარქ ათინაგორისა და პაპ პავლე VI შეხვედრას 1964 წელს იერუსალიმში და აღნიშნა, რომ ეს „ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ეკლესიებს შორის ურთიერთობაში 1054 წლიდან“ და ერთ-ერთი ყველაზე წინასწარმეტყველური რომში და კონსტანტინოპოლში.

„ორმა წინამძღვარმა გაიაზრა, რომ დასავლეთი და აღმოსავლეთი ვერ იცხოვრებენ იზოლირებულად და თავისთავად, რადგან ეს აზიანებს ქრისტეს სხეულის ერთობასა და კრებითობას, ხოლო  სიყვარულით და ჭეშმარიტებით ჩატარებულმა დიალოგმა შეიძლება  მიგვიყვანოს ერთობისკენ, რომელიც  პირველი ათასწლეულის მყარ საფუძველს ემყარება“ - აღნიშნა ფანარის მათაურმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ „ზემოთხსენებული ეკლესიების ლიდერებმა გაიხსენეს ის უეჭველი ფაქტი, რომ ორ  ეკლესია-დებია, რომლებიც 1054 წლის განხეთქილების შემდეგ, განსაკუთრებით კი ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ, ერთმანეთს გაემიჯნენ, ერთი საერთო ბიბლიური, პატრისტიკული და ეკლესიოლოგიური ტრადიცია და ერთიანი ეკლესიის სწავლება გააჩნიათ, რაც შეიძლება მათ შორის  დაკარგული ურთიერთობების აღდგენის საფუძველი გახდეს“.

„ორი წინამძღვრის იერუსალიმში შეხვედრისა და ორი შემდგომი შეხვედრის, აგრეთვე  ფანარიონში და ვატიკანში მათი უშუალო მემკვიდრეების სასიხარულო და კურთხეულმა ნაყოფმა დიდი წვლილი შეიტანა ორ და-ეკლესიას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში“, - აღნიშნა პატრიარქმა ბართლომემ.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ იტალიის მიტროპოლიტმა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სამხრეთ ევროპის ეგზარქოსმა პოლიკარპემ (სტავროპულოსი) განაცხადა, რომ კათოლიკებისა და მართლმადიდებლების  მოძრაობა სრული ერთობისკენ დასასრულს უახლოვდება.

სანამ უკრაინას ვიცავ, ჩემი სახლის წართმევა სურთ, - სამხედრო პირი ლავრაზე

ჯარისკაცს სურს სასამართლოში დაიცვას მონასტრის ბერები, რომლებსაც კიევ-პეჩერის ლავრიდან განდევნით ემუქრებიან.

ვენესუელაში პრეზიდენტმა შობა 1 ოქტომბერს აღნიშნა

კათოლიკურ ეკლესიას ამ მოვლენაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაეროს ანგარიში: ხელისუფლებას არ შეუწყვეტია ზეწოლა უმე-ზე

გაერომ აღნიშნა უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დარღვევა.

კიევ-პეჩერის ლავრის საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება

შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.