კიევის პატრიარქი რომთან და ფანართან ერთობაში უნდა იყოს, - დრაბინკო

მარცხნიდან – მარჯვნივ: სვიატოსლავ შევჩუკი, კლავდიო გუჯეროტი, ალექსანდრე (დრაბინკო) და ეპიფანე დუმენკო. ფოტო: odnarodyna.org

უმე-ს ყოფილმა მიტროპოლიტმა ალექსანდრემ (დრაბინკო) განაცხადა, რომ  კიევის პატრიარქის არჩევა აუცილებელია რომის კათოლიკურ ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ერთად.

ამის შესახებ დრაბინკო ყვებოდა თავის მოხსენებაში „უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ეკუმენისტური კონცეფცია - მართლმადიდებლური რეფლექსია“, რომელიც მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ექს-მიტროპოლიტის სიტყვებით, „ადგილობრივი კიევის ეკლესიის“ სხვადასხვა იურისდიქციებად დაყოფილი „ეკლეზიოსოფური“ იდეა „საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება“.

მისი აზრით, ეს იდეა „აპელირებს მიტროპოლიტ პეტრე მოგილას მცდელობებისადმი „გააერთიანოს რუსეთი რუსეთთან“ და გვაბრუნებს კონსტანტინე ოსტროჟსკის ჩანაფიქრთან  კიევის პატრიარქის არჩევანთან დაკავშირებით, რომელიც ურთიერთობაში იქნება როგორც რომთან, ასევე კონსტანტინოპოლთან, ამით ის გააერთიანებდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს“.

დრაბინკომ ხაზი გაუსვა, რომ „საყოველთაო სახალხო ერთობის გარეშე და მისიონერობის დაცემის პირობებში, შერიგებისკენ და დაახლოვებისკენ  სწრაფვის მცდელობა უკვე ცოტას არ ნიშნავს“, რადგან „მსგავსი დისკუსიები საჭიროა მართლმადიდებლების  ყურადღების მისაქცევად პრობლემისადმი, რომელიც ამგვარად დაბრუნდება  განსახილველი თემების რიცხვში“.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ სვიატოსლავ შევჩუკმა განაცხადა: უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურმა ეკლესიამ „საპატრიარქოს“ წარმატებით მოსაწყობად უნდა მიაღწიოს ახალ დონეს და მაშინ ის ხელს გაუწვდის მართლმადიდებელ ძმებს ერთობისთვის.

სანამ უკრაინას ვიცავ, ჩემი სახლის წართმევა სურთ, - სამხედრო პირი ლავრაზე

ჯარისკაცს სურს სასამართლოში დაიცვას მონასტრის ბერები, რომლებსაც კიევ-პეჩერის ლავრიდან განდევნით ემუქრებიან.

ვენესუელაში პრეზიდენტმა შობა 1 ოქტომბერს აღნიშნა

კათოლიკურ ეკლესიას ამ მოვლენაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაეროს ანგარიში: ხელისუფლებას არ შეუწყვეტია ზეწოლა უმე-ზე

გაერომ აღნიშნა უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დარღვევა.

კიევ-პეჩერის ლავრის საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება

შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.