ხელისუფლების თეზისი რელიგიური პრობლემების არარსებობაზე - ბავშვური პოზიციაა
პოლიტიკური ექსპერტი რუსლან ბორტნიკი. ფოტო: facebook/Ruslan Bortnik
ხელისუფლების განცხადებები, რომ უკრაინაში არ არსებობს რელიგიური პრობლემები არის ბავშვური პოზიცია, რომელიც იწვევს აღშფოთებას მილიონობით უკრაინელში, რომელიც ამას არ ეთანხმება. ასე განმარტვა „უკრაინის პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა, ექსპერტმა რუსლან ბორტნიკმა პრეზიდენტის ოფისის მეთაურის ანდრეი ერმაკის სიტყვები იმის თაობაზე, რომ „დღეს უკრაინაში ყველა კონფესია თავს თავისუფლად და დამოუკიდებლად გრძნობს“.
„ეს არის პრეზიდენტის თეზისის განმეორება, რომ ჩვენ არ გვაქვს რელიგიური პრობლემები, - განმარტა ექსპერტმა მჟკ-თან კომენტარის დროს. თუმცა, ეს ჰგავს თვალების დახუჭვის მცდელობას - ბავშვურ პოზიციას, რომლის დროსაც, თუ ბავშვს რაიმე ცუდის დანახვა ან მოსმენა არ უნდა, ის ხუჭავს თვალებს და იხშობს ყურებს“.
მან ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების ეს პოზიცია იწვევს ღრმა აღშფოთებას მილიონობით უკრაინელ მოქალაქეში, რომლებიც ასე არ მიიჩნევენ.
„დღეს უკრაინაში ზოგიერთი რელიგიური კონფესიის მოქალაქეების დისრკიმინაციასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის თაობაზე ფაქტიურად ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობს, ამაზე საუბრობს მთელი საზოგადოება. ცუდია, რომ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ამას ვერ ამჩნევს“, - დაამატა რუსლან ბორტნიკმა.
შეგახსენებთ, ადრე რუსლან ბორტნიკმა განმარტა, რატომ არის უკრაინის კონსტიტუციის დარღვევა პრეზიდენტის ოფისის მეთაურის ანდრეი ერმაკის შეხვედრა ფანარიონის იერარქთან.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.