იერუსალიმის იერარქი: უმე-ს დევნა მთელ მართლმადიდებლობაზე თავდასხმას ნიშნავს

მთავარეპისკოპოსი თეოდოსი სევასტიელი. ფოტო: sana.sy

იერუსალიმის საპატრიარქოს სებასტიის არქიეპისკოპოსმა თეოდოსმა განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნა მთელ მართლმადიდებლობაზე თავდასხმაა, იუწყება საბერძნეთის გამომცემლობა  orthodoxianewsagency.gr.

სააღდგომო მილოცვაში, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს გაუგაზავნეს, არქიეპისკოპოსი თეოდოსი წერდა, რომ „როგორც აღდგომა გვასწავლის, სიკეთე ამარცხებს ბოროტებას, სიცოცხლე ამარცხებს სიკვდილს და ის, ვინც მკვდრეთით აღდგა, რომ  გადაგვარჩინოს და ახალ აღთქმაში შეგვიყვანოს, იმედს და სასოებას გვისახავს, განსაკუთრებით მძიმე დროს და მძიმე გარემოებებში“.

„ჩვენ ღაზაში კრიზისი გვაქვს და ამ წმინდა მიწაზე ომის შეწყვეტას ვითხოვთ. თქვენ კი უკრაინაში იმყოფებით და სხვა სახის კრიზისს განიცდით: თქვენს ეკლესიას თავს ესხმიან, ეპისკოპოსებს დევნიან და ციხეებში ათავსებენ, არის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციის და აგრეთვე უკრაინაში ძველი ტაძრებისა და მონასტრების მიტაცების საფრთხე“, - წერდა იერარქი.

არქიეპისკოპოს თეოდოსის აზრით, ლაპარაკია ადამიანის უფლებების სერიუზულ დარღვევებზე და „ისინი, ვინც ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ  საშინელ დანაშაულებებზე ხმას არ იღებს, მათ აგრეთვე აქამდე არ უაქტიურიათ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიის სისტემატური დევნისა და თავდასხმის შესაჩერებლად“.

„ჩვენ თქვენთვის ვლოცულობთ, გიცხადებთ სოლიდარობას და მხარდაჭერას. აღდგომით შთაგონებულნი ვამბობთ, რომ აღდგომისა და ნათლის შვილებად დავრჩებით მუდამ, ჩვენი რწმენისა და მოწოდების ერთგულნი ვიქნებით და ამქვეყნიურ ბოროტ  ძალებს არ ძალუძთ ეკლესიის განადგურება“, - აგრძელებდა მღვდელმთავარი.

ნებისმიერი მართლმადიდებელი ეკლესიის დევნა ამქვეყნად - მთელი ეკლესიის დევნას ნიშნავს  და უკრაინის მართლმადიდებებლი ეკლესიის დევნა მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას ნიშნავს  ყველგან“, - ხაზი გაუსვა არქიეპისკოპოსმა თეოდოსმა.

„ვლოცულობთ, რომ ღმერთმა გაშოროთ ეს უსამართლობა და ვიცით, რომ ახლა თქვენ ძნელბედობის ჟამი გაქვთ. დარწმუნებულები იყავით, რომ უფალი ჩვენთანაა, ის არ მიგვატოვებს. ჩვენ წმინდა საფლავთან ვლოცულობთ, საიდანაც აღდგომის ნათელი აღმოცენდება თქვენ  გასაძლიერებლად, ნუგეშად, ხილულ და უხილავ მტერთაგან დასაცავად“, - თქვა დასასრულს იერუსალიმის საპატრიარქოს იერარქმა.

მანამდე მჟკ წერდა, რომ, არქიეპისკოპოს თეოდოსის სიტყვებით, ყველა ეკლესიამ უნდა შეწყვიტოს უმე-ს წინააღმდეგ დანაშაულებრივი ქმედებები.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ამერიკის საელჩოს ეწვია

ბმე-ს ახლად არჩეულმა პატრიარქმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ზეიმებში მიიღო მონაწილეობა.

ექსპერტი: კანონი 8371 არის მიზეზი იმისა, რომ უკრაინამ მილიარდობით პრეტენზია გადაიხადოს აუეს-ში

უკრაინის ომბუდსმენის ყოფილმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს ქვეყანაში მორწმუნეთა უფლებების სისტემატურ დარღვევას.

საფრანგეთში, რკე-ის ტაძარში დემონების გამოსახულების გამოფენა იმართება

დემონების გამოსახულებები პირდაპირ დგას ტაძრის საკურთხევლის წინ და ნათლობის ჭურჭელთან, სხვები კი კედლებზე და ტაძრის შიგნით.

უმე-ის მღვდელმა აღწერა, როგორ მიდის მისი სულიერი ცხოვრება წინასწარი დაკავების იზოლატორში

"ჯერ თავიდან სწავლობ ლოცვას, მაგრამ არა ხატების წინ, არამედ ლოგინზე ჯდომისას, მერე პირველ ხატს შემოგიგზავნიან..."

კრივოი როგში მიტროპოლიტ არსენის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა

ეპისკოპოსი რჩება წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ევროკავშირში ამტკიცებენ, რომ უმე-ის აკრძალვა მომგებიანია არა პოროშენკოს, არამედ უკრაინისთვის

ისინი, ვინც ამბობენ, რომ უმე-ის აკრძალვა მომგებიანია ევროკავშირის პარტიისთვის, პრეზიდენტის შიშებზე თამაშობენ, თვლის პავლენკო.