უმაღლესმა სასამართლომ აიცილა მეუ-ს საჩივარი მღვდლის ოჯახის გამოსახლებაზე

სოფელ პოლისკოეში უმე-ს მრევლი. ფოტო: СПЖ

როვენის ოლქში მიტაცებული ტაძრების ორი წინამძღვარი დარჩება საცხოვრებლად თავის ოჯახებთან ერთად საეკლესიო სახლებში- ასეთი გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის უმაღლესმა სასამართლომ, იუწყება მჟკ-ს კორესპოდენტი.

მთელი თვის განმავლობაში უკრაინის უმაღლესი სასამათლო განიხილავდა ერთდროულად ორ საქმეს, რომელიც ეხებოდა მღვდლების ოჯახების გამოსახლებას: დეკანოზი იგორ გნატიშინი, ზდოლბუნოვსკის რაიონის სოფელ ნოვაია მოშანიცის უმე-ს თემის წინამძღვარი  , და დეკანოზი სტეპან კოროლჩუკი, უმე-ს თემის წინამძღვარი ბერეზნოვსკის რაიონის სოფელ პოლესკოედან.

საჩივარი ორივე შემთხვევაში შეიტანეს მეუ-ს წარმომადგენლებმა, რომლებმაც ძალის გამოყენებით მიიტაცეს ამ სოფლის ტაძრები. ისინი არ დაკმაყოფილდნენ ტაძრების მიტაცებით და შეეცადნენ სახლებიდან გამოესახლებინათ მღვდლების ოჯახები, რომლებიც ოც წელზე მეტია მსახურობდნენ რელიგიურ თემში.

"ამ საქმეების მოსმენა ტარდებოდა ქვეყნის სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში და გაგრძელდა არაერთი წელი,- კომენტარი გააკეთა რაისა პრიხოდკომ, როვენისა და სარნენის უმე-ს ეპარქიის სამართალდამცველმა.- მე ვფიქრობ, რომ ეს საჩივრები ცინიკურია ადამიანის ურთიერთობების თვალსაზრისით და არაქტისტიანულია, რადგანაც ისინი შეიტანეს მეუ-ს რელიგიური თემის წარმომადგენლებმა, რომლებმაც უნდა იქადაგონ და იცხოვრონ ქრისტეს კანონების თანახმად".

უკრაინის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სოფელ ნოვაია მოშანიცას და სოფელ პოლესკოეს მეუ-ს თემების საჩივარი. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მსგავსი მცდელობები წაართვან ოჯახებს საცხოვრებელი არის არამიზანშეწონილი და ისეთი, რაც არ პასუხობს ნორმებსა და პრინციპებს, რომლებიც დადგენილია ევროპული სასამართლოს მიერ. 

უკრაინის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია, რომ ის საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

როგორც მჟკ იუწყებოდა, პოლესკის მაცხოვრებლებმა ჩაახსეს ახალი ტაძრის საძირკველი, მეუ-ს მიტაცებული ტაძრის მაგიერ.  ახალი მოშანიცას ტაძრის გარეშე დარჩენილი უმე-ს მორწმუნეები ითხოვენ დახმარებას ახლის  აშენებაში.

სანამ უკრაინას ვიცავ, ჩემი სახლის წართმევა სურთ, - სამხედრო პირი ლავრაზე

ჯარისკაცს სურს სასამართლოში დაიცვას მონასტრის ბერები, რომლებსაც კიევ-პეჩერის ლავრიდან განდევნით ემუქრებიან.

ვენესუელაში პრეზიდენტმა შობა 1 ოქტომბერს აღნიშნა

კათოლიკურ ეკლესიას ამ მოვლენაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაეროს ანგარიში: ხელისუფლებას არ შეუწყვეტია ზეწოლა უმე-ზე

გაერომ აღნიშნა უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დარღვევა.

კიევ-პეჩერის ლავრის საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება

შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.