ბულგარელი იერარქი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მართლმადიდებლობაში ერთობა იყოს

პლოვდივკის მიტროპოლიტი ნიკოლოზი. ფოტო: podvorie-sofia.bg

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, პლოვდივის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (სევასტიანოვი) განაცხადა, რომ ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ყველაფერს აკეთებენ, რომ მართლმადიდებლობაში იყოს ერთობა. ამის შესახებ მღვდელმთავარმა თქვა 2021 წლის 22 მაისს, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს, საღმრთო ლიტურგიის შემდეგ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენლობაში,იუწყება წარმომადგენლობის პრეს-სამსახური.

წმინდა ნიკოლოზის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის  სახელობის ტაძარში ჩატარებული სადღესასწაულო მსახურების შემდეგ, წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ვასიანმა (ზმეევი) ისაუბრა  ქრისტეს ერთიანი ეკლესიის თანაზიარობის სიხარულის შესახებ და ერთობლივი ლოცვის სამახსოვროდ მღვდელმთავარს მიართვა პანაღეა ღვთისმშობლის ხატით, აგრეთვე წმინდა სერაფიმეს, ბოგუჩარსკის არქიეპისკოპოსის პორტრეტი.

ბულგარელმა იერარქმა მადლობა გადაიხადა იმ დიდი სიხარულისთვის, რაც თან ახლავს წმინდა საღმრთო ლიტურგიის ჩატარებას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის დღესასწაულზე და „პირველ რიგში სიყვარულისთვის, იმ გრძნობისთვის, რაც დღეს  გამოხატეთ ჩემსა და ჩვენი ეპარქიის მიმართ“.

„გარწმუნებთ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ წმინდა მართლმადიდებლობაში იყოს ერთობა. ჩვენ გვახსოვს ცნება „მშვიდობის საკვრელით შეინარჩუნოთ სულის ერთობა“ (ეფ. 4:3)“, - თქვა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა და დაამატა, რომ „ჩვენ ყოველთვის ვიქნებით რუსი ხალხის მადლიერები და მათ მიმართ სიყვარულით გამსჭვალულები. ვიღვაწებთ მართლმადიდებელ ხალხთა ერთობისთვის“.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან ინტერვიუში მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ მისი  რწმენით  უკრაინაში განხეთქილება დაძლეული იქნება.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.