უმე-ს წინამძღვარმა კიევ-პეჩორის ლავრაში უხელმძღვანელა სააღდგომო ღვთისმსახურებას

2024 წლის აღდგომა. ფოტო: УПЦ

2024 წლის 5 მაისის ღამეს, ქრისტეს წმინდა აღდგომის კვირას, უკრაინის მართლადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, კიევისა და სრულიად უკრაინის ნეტარმა მიტროპოლიტმა ონოფრემ ჩაატარა სააღდგომო ცისკრისა და წმინდა იოანე ოქროპირის სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია  კიევ-პეჩორის წმინდა მიძინების ლავრის ღირსი აღაპიტ პეჩორელის სახელობის ტაძარში,-იუწყება უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.

წინამძღვართან ერთად იმსახურეს უმე-ს ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა,მაკაროვსკის მიტროპოლიტმა ანტონმა, ვასილკოვის მიტროპოლიტმა იოასაფმა, ბელგოროდის არქიეპისკოპოსმა სილვესტერმა, ირპენის ეპისკოპოსმა ლავრმა, ბოროდიანკის ეპისკოპოსმა მარკმა,ასევე სასულიერო წოდების სტუმრებმა და მონასტრის სამღვდელოებამ. 

საეკლესიო საგალობლები სამიტროპოლო და კიევის სასულიერო სკოლების სტუდენტთა გუნდებმა შეასრულეს.

უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ ეკლესიის მრევლს მოულოცა ქრისტეს აღდგომა და დაურიგა სააღდგომო საჩუქრები.

ტრადიციულად ღვთისმსახურებმა სახარება წაიკითხეს  სხვადასხვა ენებზე.

ლიტურგიის მსვლელობისას კიევ-პეჩორის ლავრაში შემოიტანეს წმინდა ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძრიდან. წინამძღვარი სიწმინდეს შეხვდა ტაძრის შესასვლელთან, რის შემდეგაც მისგან კანდელი აანთო. წმინდა ცეცხლი იქ მყოფ მორწმუნეებს გადასცეს.

ლიტურგიის დასასრულს მიტროპოლიტმა ონოფრემ აკურთხა სააღდგომო არტოსი. შემდეგ უმე-ს წინამძღვარმა ნაკურთხი წყალი აპკურა მორწმუნეებს და მათ სააღდგომო კალათებს.

ამსტერდამი: უკრაინის ხელისუფლება სასამართლოებს იყენებს უმე-ის სასულიერო პირების წამებისთვის

ამერიკელმა ადვოკატმა კომენტარი გააკეთა  ეპისკოპოსი ლონგინოზის სასამართლო პროცესის დროს ჰოსპიტალიზაციაზე.

წინამძღვარი ნოვოკახოვსკას ეპისკოპოსს: ხალხს ბევრი მწუხარება აქვს, იყავით მათი მამა

მისმა უნეტარესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის ქადაგება, მიუხედავად ყველა უბედურებისა და განსაცდელებისა, ეპისკოპოსის მისიაა.

ათასზე მეტი მორწმუნე მივიდა სასამართლოში მიტროპოლიტი ლონგინოზის მხარდასაჭერად

მართლმადიდებელ ბუკოვინელებს შორის მეუფის მიერ ნაშვილები ასობით ბავშვია.

აშშ-ის უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გააკრიტიკა კანონი 3894

„ახალი კანონი აჩენს შეშფოთებას რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების პრობლემები არ არის მწვანე შუქი უფლებების დარღვევისთვის“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ვოლინსკის ეპარქიის მორწმუნეებისგან სვიატოგორსკის ლავრაში 20 ტონა დახმარება ჩაიტანეს

გადასცეს აგრეთვე ფული, რომელიც ვოლინსკის უმე-ს ტაძრებში შეაგროვეს.

ბანჩენის მონასტერში ყვებოდნენ მეუფე ლონგინოზის ჰოსპიტალიზაციის მიზეზზე

მონასტერში ითხოვენ მეუფისთვის ლოცვას, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა.