მორწმუნეები ზაბოლოტიეში ღია ცის ქვეშ ლოცულობდნენ ტაძრის მიტაცების შემდეგ

ღვთისმსახურება სოფელ ზაბოლოტიეში. ფოტო: СПЖ

როვენის მხარის სოფელ ზაბოლოტიეში, სადაც მეუ-ს მომხრეების მიერ ტაძრის ძალისმიერი დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა დალუქეს რელიგიური ნაგებობა, უმე-ს მორწმუნეები ლოცულობდნენ ეკლესიის გალავნის მიღმა, ღია ცის ქვეშ, გვატყობინებს მჟკ-ის კორესპონდენტი.

16 მაისს უმე-ს რელიგიურმა თემმა გადაწყვიტა შეკრებილიყო ღვთისმსახურებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათი ეკლესია და საერთოდ ტაძრის ტერიტორია, 10 მაისიდან მიუწვდომელია: ყველაფერი დაკეტილია საკეტით, სამართალდამცავები ოცდაოთხსაათიან მორიგეობას ახორციელებენ.

„რაიმე პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად, მამაომ გადაწყვიტა წირვა არ გამოეცხადებინა, ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს გადავეცით“, - ყვება სიტუაციაზე მიხაილ გნიდკო, რელიგიური თემის მამამთავარი.

საშიშროების მიუხედავად, მორწმუნეები ყვებიან, რომ ღვთისმსახურება ჩატარდა მშვიდად და სამართალდამცავების ფხიზელი ზედამხედველობის ქვეშ, რომლებიც ამ დღეს სამჯერ მეტნი იყვნენ, ვიდრე ჩვეულებრივ.

„უკვე ერთი კვირაა ტაძარს იცავს ერთი პოლიციის მანქანა და ერთი დანაყოფი, დღეს კი სამი მანქანა და სამართალდამცავების სამი დანაყოფი იყო. მთელი წირვის მანძილზე ხალხი იდგა ფეხზე, ზოგიერთი პირჯვარს იწერდა, ზოგიერთი - არა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ლოცულობდა“, - ყვება სვირიდიუკი სვეტლანა, სოფელ ზაბოლოტიეს უმე-ს იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის მრევლი.

კვირას წირვას უმე-ს 150-ზე მეტი მორწმუნე დაესწრო. ღვთისმსახურების დროს ორი გუნდი გლობდა: კაცების და ქალების, პარაკლისს აღავლენდნენ მენელსაცხებლე დედების დღესთან დაკავშირებით.

როგორც კანონიკური ეკლესიის მორწმუნეები ადასტურებენ, მეუ-ს  ორი წლის განმავლობაში სოფლის ტერიტორიაზე ღვთისმსახურება არ ჩაუტარებია.

ადრე, ბოხონიკაში უმე-ს იერარქმა დევნილ თემთან ერთად წირვა ჩაატარა ღია ცის ქვეშ.

სანამ უკრაინას ვიცავ, ჩემი სახლის წართმევა სურთ, - სამხედრო პირი ლავრაზე

ჯარისკაცს სურს სასამართლოში დაიცვას მონასტრის ბერები, რომლებსაც კიევ-პეჩერის ლავრიდან განდევნით ემუქრებიან.

ვენესუელაში პრეზიდენტმა შობა 1 ოქტომბერს აღნიშნა

კათოლიკურ ეკლესიას ამ მოვლენაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაეროს ანგარიში: ხელისუფლებას არ შეუწყვეტია ზეწოლა უმე-ზე

გაერომ აღნიშნა უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დარღვევა.

კიევ-პეჩერის ლავრის საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება

შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.