ბულგარეთის ეკლესიის იერარქმა უმე უკრაინაში ერთიანი კანონიკური ეკლესია უწოდა

ლოვჩანის მიტროპოლიტი გაბრიელი. ფოტო: news.church.ua

2021 წლის 15 მაისს ლოვჩანის მიტროპოლიტმა გაბრიელმა პოლტავის ეპარქიაში ვიზიტის დროს ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის, უწმინდესი პატრიარქის ნეოფიტის  კურთხევა გადასცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს, გვატყობინებს უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.

წმინდა ათანასეს, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ლუბენის სასწაულმოქმედის ხსენების დღეს მეუფემ თანამსახურება პოლტავისა და მირგოროდის მიტროპოლიტ ფილიპესთან ერთად აღასრულა მგარის მაცხოვრის ფერისცვალების მამათა მონასტერში გამართულ საღვთო ლიტურგიის დროს.

მიტროპოლიტმა გაბრიელმა მადლობა გადაუხადა მისი ისტორიულ მონასტერში  ლოცვების აღვლენაში მონაწილეობის მიღებისთვის და ასევე ხაზი გაუსვა, რომ ერთადერთი კანონიკური ეკლესია უკრაინაში არის ის, რომელსაც მეთაურობს უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი.

„უწმინდესმა პატრიარქმა ნეოფიტ ბულგარელმა დამლოცა, რათა ჩამოვსულიყავი და მიმეღო მონაწილეობა, - განაცხადა მიტროპოლიტმა. ძვირფასო მეუფე, მსურს მოგილოცოთ ჩვენი ეპარქიის კლიროსის, სამღვდელოებისა და მორწმუნე ქრისტიანების სახელით, რომელთაც ამჟამად განსაკუთრებული სიყვარული გააჩნიათ ჩვენი წმინდა ეკლესიის მიმართ. რადგანაც ჩვენი ეკლესია გამოცდის, დევნის ხანაშია, მაგრამ ამასთან უფლის ნებით სულიერად იზრდება. ჩვენ მაგალითს ვიღებთ უკრაინელი ხალხისა და სამღვდელოებისგან. არის მხოლოდ ერთი ეკლესია და ამ მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინაში წარმოადგენს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც მეთაურობს მიტროპოლიტი ონუფრი და აქ, თქვენს ეპარქიაში- თქვენ“.

მეუფემ ასევე დაამატა, რომ „უფლის მადლი მხოლოდ იქაა, სადაც დაცულია კანონები და დოგმატები“.

ადრე ბულგარეთის დედაქალაქში ბმე-ს წმინდა სინოდის მდივანმა რუსეთის ეკლესიის კლირიკოსებთან ერთად ილოცა მართლმადიდებლობის ერთიანობაზე, უკრაინაში მშვიდობასა და განხეთქილებისგან დაცვაზე.

 

 

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

ვოლინში უმე-ს კიდევ ერთი მღვდლის მობილიზება მოხდა

მღვდელმსახურისგან ითხოვენ, რომ მან იარაღით ხელში იმსახუროს.

2 ნოემბერი - ჟურნალისტთა წინააღმდეგ დანაშაულებებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

ნახევარ წელზე მეტი გავიდა, რაც დააპატიმრეს და საგამოძიებო იზოლატორში განათავსეს მჟკ-ს მართლმადიდებელი ჟურნალისტები, რომლებსაც  უკრაინაში რელიგიური სიტუაციის გაშუქების გამო უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

გერმანიაში მიტროპოლიტმა ვიქტორმა პარიზის უმე-ს მრევლისთვის დიაკვანი აკურთხა

ღვთისმსახურების დროს ლოცულობდნენ მორწმუნეები უკრაინიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან.

მართლმადიდებელი ქრისტიანები დიმიტრის (მშობელთა სულის მოსახსენიებელ) შაბათს აღნიშნავენ

ამ დღეს და წინადღით მართლმადიდებლები მიდიან ტაძარში, სადაც იხდიან მსახურებებს მიცვალებულთათვის: პარასკევს საღამოს - ლოცვას მიცვალებულთა სულებისთვის, შაბათს დილით - ლიტურგიას, მის შემდეგ კი - დიდ პანაშვიდს.

კამენეც-პოდოლსკში ხატწერის სასწავლებლის დაარსების 25 წლის იუბილე აღნიშნეს

ღვთისმსახურება ჩაატარეს კამენეც-პოდოლსკისა და გოროდოკსკის მიტროპოლიტმა თეოდორემ და ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა.