ინტერნეტში გამოქვეყნდა ქადაგების ვიდეო, რომლის გამოც ასამართლებენ მიტროპოლიტ არსენის
მიტროპოლიტი არსენი სასამართლოში. ფოტო: нардеп Артем Дмитрук
ტელეგრამ-არხმა «Перший козацький» გამოაქვეყნა 2023 წლის 23 სექტემბრის ვიდეო,რომელიც უუს-ის ვერსიით გახდა ბრალის დადების საბაბი სვიატოგორსკის ლავრის წინამძღვარ მიტროპოლიტ არსენის მიმართ, თითქოსდა ძალების ბლოკპოსტების მდებარეობის გასაჯაროებაზე, რომლებიც განლაგებული იყო დონეცკის ოლქის კრემატორსკის რაიონში.
2023 წლის 25 სექტემბერს ეს ვიდეო გამოქვეყნდა სვიატიგორსკის ლავრის საიტსა და ადგილობრივი ტელეგრამ- არხების ჯგუფებში.
ვიდეოში მეუფე არსენი ამბობს, რომ სვიატიგორსკის წმინდანების ხსენების დღესასწაულის წინ (24.09), მათი კანონიზაციის 15-წლისთავზე, ლავრისკენ მიმავალ გზაზე მომლოცველებს და ვოლონტერებს არ უშვებდნენ ბლოკპოსტებზე, განმარტების გარეშე. ადამიანები, რომლებიც 7 საათი ელოდნენ, მაინც ვერ მოხვდნენ დღესასწაულზე. მიტროპოლიტი ამბობს, რომ ბლოპოსტები იმყოფება ლავრაზე უფრო მაღლა, სოფელ ტრეტიანოვკაში, და არ ასახელებს კონკრეტულად არავითარ პოზიციებს.
"დოკუმენტების შემოწმების ეს ოპერაცია(ბლოკპოსტებზე) დანიშნულია მხოლოდ ორი დღით. დღეს და ხვალ. აქამდე არ ამოწმებდნენ, და შემდეგაც, მე ვფიქრობ, ხვალ სადილის შემდეგაც, არ შეამოწმებენ. იმიტომ რომ მათთვის მთავარია-შეგვაკავონ",-ამბობს უმე-ს იერარქი.
მიტროპოლიტი არსენი ადარებს სვიატიგორსკის ლავრის დღესასწაულს ხასიდების დღესასწაულს უმანში, როდესაც სამართალდამცველებმა ხელი არ შეუშალეს 32 ათასიანი მომლოცველის ჩამოსვლას როშ-ხაშანას დღესასწაულზე.
"გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი მართლმადიდებლები დამნაშავეებზე უარესები გავხდით ჩვენს სახელმწიფოში, ჩვენს სამშობლოში. ამიტომ, უფლის წყალობით, ძმებო და დებო, ლოცვებით გავძლიერდეთ, ვილოცოთ ჩვენთვის, და ასევე იმათთვის, ვინც ვერ შეძლო ჩვენამდე მოსულიყო. ჩვენი ბრალი არ არის. ჩვენი სურვილია, რომ მთელი ხალხი აქ მოგროვდეს და ილოცოს. მე ვფიქრობ, რომ არა ეს სამარცხვინო ფაქტი, პრობლემა არ შეიქმნებოდა",-დაასკვნა მიტროპოლიტმა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, 25 აპრილს დონეცკის საოლქო პროკურატურამ განაცხადა, რომ სასამართლომ მიძინების სვიატოგორსკის ლავრის წინამძღვარს მიტროპოლიტ არსენს შეუფარდა პატიმრობა 60 დღით გირაოს შეტანის უფლების გარეშე.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.