უუს ერთი წლის შემდეგ მეორედ ეწვია უმე-ს შეპეტოვსკის ეპარქიის მღვდელს

უუს-ს თანამშრომლები ეჭვმიტანილის ცნობას გადასცემენ შეპეტოვსკის სასულიერო პირს. ფოტო: t.me/SBUkr

2024 წლის 22 აპრილს უუს-მ ეჭვი წარუდგინა უმე-ს შეპეტოვსკის ეპარქიის კლირიკოსს ორი სტატიით: უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 161 სტ. ნაწ. 1 (რელიგიური შუღლის გაღვივება) და 436-2 სტ. ნაწ. 1 (რფ-ის შეიარაღებული აგრესიის გამართლება). ამის შესახებ უწყების პრეს-სამსახურმა სოციალურ ქსელებში დაწერა.

„უშიშროების სამსახურმა დოკუმენტურად ასახა ხმელნიცკის ოლქში უმე-ს (მს) შეპეტოვსკის ეპარქიის ტაძრის წინამძღვრის მავნებლური საქმიანობა. კლირიკოსი მხარს უჭერდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს და აღვივებდა რელიგიურ ზიზღს“, - ნათქვამია უწყებაში.

როგორც მჟკ-სთვის გახდა ცნობილი, მღვდელი, ვისაც ბრალდებები წარუდგინეს, დეკანოზი ნიკოლოზ ხლანია.

ერთი წლის წინ, 2023 წ. მაისში, დეკანოზ ნიკოლოზის სახლში სამართალდამცველებმა ჩაატარეს ჩხრეკა და აღძრეს სისხლის სამართლის წარმოება სისხლის სამართლის კოდექსის სტ. 161 ნაწ. 1. სასამართლოს დადგენილებაში ნათქვამი იყო, რომ გამოძიების მსვლელობაში მოწმე იუწყებოდა, რომ მღვდელმა „არაერთხელ გამოხატა ნეგატიური დამოკიდებულება მს-ს უმე-ს ეკლესიების მართლმადიდებელ ეკლესია უკრაინაში გადასვლებთან დაკავშირებით“, აგრეთვე ის აკრიტიკებდა მეუ-ს ხელმძღვანელთა საქმიანობასაც. თვით მღვდელი არის სოფელ პერემიშელის იოანე ღვთისმეტყველის მრევლის წინამძღვარი, რომელიც ხელისუფლებამ უკანონოდ მეუ-ში გადაარეგისტრირა.   

მღვდელმსახურთან პირველი ვიზიტიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, უსს იუწყებოდა რაღაც ექსპერტიზის შესახებ, რომელმაც „დაადასტურა კლირიკოსის დანაშაულებრივი ქმედებების ფაქტები“.

კერძოდ ნათქვამია, რომ მღვდელი ღვთისმსახურებების დროს თითქოს „აქებდა პუტინს და ომში უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებდა“. აგრეთვე ნახსენებია რაღაც „რუსული სიყალბეები (ფეიკები) უკრაინაში ომის შესახებ“ და პუბლიკაციები „სახელმწიფოში კონფესიათაშორის ურთიერთობებზე“ მის გვერდზე «Вконтакте».

ამ პუბლიკაციების კონკრეტული მაგალითები უუს-ს არ მოყავს და აცხადებს მღვდლისთვის ეჭვის წარდგენის შესახებ სტატიებით: სტ. 161 ნაწ. 1 (მოქალაქეთა თანასწორობის დარღვევა მათი რელიგიური შეხედულებების გამო); სტ. 436-2 ნაწ. 1 (უკრაინის წინააღმდეგ რფ-ის შეიარაღებული აგრესიის გამართლება, მართლზომიერად აღიარება, უარყოფა). 

ნათქვამია, რომ ხმელნიცკის ოლქში კომპლექსურ ღონისძიებებს ატარებდნენ უუს-ის თანამშრომლები ნაციონალურ პოლიციასთან ერთად საოლქო პროკურატურის პროცესუალური ხელმძღვანელობით.

„გამოძიება გრძელდება. ბოროტმოქმედს ემუქრება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა“, - დაასკვნეს უუს-ის პრეს-სამსახურში.

როგორც მჟკ წერდა, ხმელნიცკის ოლქში უმე-ს მღვდლის წინააღმდეგ გაიხსნა საქმე მეუ-ს კრიტიკის გამო. 

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.