უმე-ს იერარქი - ჟურნალს: ფანარიონის ქმედებები უკრაინაში არაკანონიკურია

ეპისკოპოსი სილვესტრი (სტოიჩევი). ფოტო: news.church.ua

კიევის სასულიერო სკოლების რექტორი, ეპისკოპოსი სილვესტრი (სტოიჩევი) „სერბეთის საპატრიარქოს ჟურნალთან“ ვრცელ ინტერვიუში ყვებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უკანონო ჩარევაზე უკრაინის საეკლესიო ცხოვრებაში და პატრიარქ ბართლომეს „აღმოსავლეთის პაპიზმის“ შედეგებზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებისთვის, იუწყება სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური საიტი.

უმე-ს იერარქმა აღნიშნა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ უკრაინის მიმართ ჩადენილი ქმედებები არის  როგორც კანონიკური, ასევე ზნეობრივი ნორმების დარღვევის უპრეცედენტო მაგალითი. „ფანარის წარმომადგენლები, ვფიქრობ, რომ  ეს ყველასთვის ცხადია, ხელმძღვანელობდნენ საკუთარი ძალაუფლებრივი სურვილებით. ყველას ესმის, რომ დღეს ჩვენ ვართ მოწმეები ფანარის უპრეცედენტო მცდელობებისა, რომ შექმნას ისეთი  საეკლესიო წყობა, რომლის თავში  სრულუფლებიანად  კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მეთაური იქნება“, - თქვა ეპისკოპოსმა სილვესტრმა. ის თვლის, რომ ეს მთლიანად ეწინააღმდეგება თავდაპირველ, ძველ, ტრადიციულ და კრებით პრინციპს, რომელიც განხორციელებულია ეკლესიაში მსოფლიო და ადგილობრივი კრებების დონეზე.

კიევის სასულიერო სკოლების რექტორი ყვებოდა, რომ პატრიარქმა  ბართლომემ ერთპიროვნულად გადაწყვიტა საკითხი უკრაინასთან დაკავშირებით, არ შეუთანხმა არა მარტო რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, არამედ არც ერთ სხვა მართლმადიდებელ ეკლესიას. „ნათელი მაგალითი: ყოფილ მიტროპოლიტს ფილარეტს (დენისენკო) რამდენიმე ათეული წელია თვლიდნენ განხეთქილების მონაწილედ თვით ფანარიოტები, ამას იზიარებდა ყველა ადგილობრივი ეკლესია - ერთი-ორი წელი კი არა, არამედ ათწლეულები. უკრაინის შესახებ რამე გადაწყვეტილების მიღებამდე, პატრიარქ ბართლომეს უნდა გაეგო ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების აზრი. ამ  გადაწყვეტილებით პატრიარქმა ბართლომემ აჩვენა თავისი დამოკიდებულება არა მარტო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ, არამედ  ადგილობრივი ეკლესიებისადმი და საეკლესიო წყობისადმი“, - თქვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა.

მან აღნიშნა, რომ ახლა ვითარდება ის, რასაც „აღმოსავლური პაპიზმი“ ეწოდება და ნებისმიერი ეპისკოპოსი, რომელიც თვლის, რომ მას რაღაც განსაკუთრებული უფლებამოსილება, შესაძლებლობები და მდგომარეობა აქვს და ეძებს  თავისი პოზიციის საღვთისმეტყველო გამართლებას, უეჭველად ამ გზას დაადგება. ეპისკოპოსი სილვესტრი ყვებოდა, რომ ჯერ კიდევ XIX საუკუნეში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი რიგი კანონისტები და ისტორიკოსები კონსტანტინოპოლის პატრიარქის მისამართით იყენებდნენ გამოთქმას „აღმოსავლური პაპიზმი“, მაგრამ იყო იმედი, რომ ეს მოვლენა არ განვითარდებოდა, ხოლო კონსატანტინოპოლის პატრიარქი  არ გადაკვეთდა „წითელ ხაზებს“, დაშვებულ საზღვარს. ახლა კი მართლმადიდებლური საეკლესიო სამყარო, სამწუხროდ, განიცდის სერიუზული კრიზისის მდგომარეობას“, - აღნიშნა მან.

კიევის სასულიერო სკოლების რექტორი უყვებოდა „სერბეთის საპატრიარქოს ჟურნალს“, რომ  უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან ისმის სულ უფრო მეტი მწვავე განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვენ არ ვართ ეკლესია, არ უნდა ვარსებობდეთ და ასე შემდეგ. „მაგრამ მიუხედავად ამისა, უკრაინაში ერთადერთი კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიაა კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს მეთაურობით“, - დაასკვნა ეპისკოპოსმა სილვესტრმა.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, პატრიარქმა  ბართლომემ კვლავ განაცხადა ფანარის განსაკუთრებული პრივილეგიების შესახებ.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

ვოლინში უმე-ს კიდევ ერთი მღვდლის მობილიზება მოხდა

მღვდელმსახურისგან ითხოვენ, რომ მან იარაღით ხელში იმსახუროს.

2 ნოემბერი - ჟურნალისტთა წინააღმდეგ დანაშაულებებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

ნახევარ წელზე მეტი გავიდა, რაც დააპატიმრეს და საგამოძიებო იზოლატორში განათავსეს მჟკ-ს მართლმადიდებელი ჟურნალისტები, რომლებსაც  უკრაინაში რელიგიური სიტუაციის გაშუქების გამო უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

გერმანიაში მიტროპოლიტმა ვიქტორმა პარიზის უმე-ს მრევლისთვის დიაკვანი აკურთხა

ღვთისმსახურების დროს ლოცულობდნენ მორწმუნეები უკრაინიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან.

მართლმადიდებელი ქრისტიანები დიმიტრის (მშობელთა სულის მოსახსენიებელ) შაბათს აღნიშნავენ

ამ დღეს და წინადღით მართლმადიდებლები მიდიან ტაძარში, სადაც იხდიან მსახურებებს მიცვალებულთათვის: პარასკევს საღამოს - ლოცვას მიცვალებულთა სულებისთვის, შაბათს დილით - ლიტურგიას, მის შემდეგ კი - დიდ პანაშვიდს.

კამენეც-პოდოლსკში ხატწერის სასწავლებლის დაარსების 25 წლის იუბილე აღნიშნეს

ღვთისმსახურება ჩაატარეს კამენეც-პოდოლსკისა და გოროდოკსკის მიტროპოლიტმა თეოდორემ და ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა.