სახელმწიფო მდივნის სიტყვებს მიტაცება მოჰყვა ზაბოლოტიეში - უმეს იერარქი
ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: Vz.ua
ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციაში უმე-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბარიშევის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) თავის Telegram-გვერდზე განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სიტყვებს, რომელიც მან უთხრა მეუ-ს მეთაურს ეპიფანე დუმენკოს, მისი კიევში ვიზიტის დროს, მოჰყვა უმე-ს ტაძრის მიტაცება ზაბოლოტიეში.
"რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვწერდით, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სიტყვები "სინდისის თავისუფლების საფუძველზე ხელოვნური დაბრკოლების აღმოფხვრა, რათა თემებმა თავისუფლად შეძლონ საკუთარი კუთვნილების გარკვევა", თქმული მის მიერ ახლახანს უკრაინის დედაქალაქში, შესაძლოა გახდეს ცალკეული უკრაინელი ჩინოვნიკების მიერ აღქმული როგორც "ბრძანება მოქმედებისკენ, რაც გამოიწვევს ახალს ტალღას უმე-ს ტაძრების მიტაცებაში". და დღეს გახდა ცნობილი, რომ სოფელ ზაბოლოტიეში...მოხდა მართლმადიდებლური ტაძრის მორიგი მიტაცება მეუ-ს აქტივისტების მიერ...ორი რაიონული დეპუტატის და "მუნიციპალური დაცვის" წარმომადგენლთა უშუალო მონაწილეობით",-დაწერა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.
უმე-ს იერარქმა ზაბოლოტიეში ტაძრის მიტაცების რამდენიმე ფაქტორს მაშინვე მიაქცია ყურადღება.
"ტაძრის მიტაცების მონაწილეები იკრიბებოდნენ ვაიბერ-ჯგუფებში. ანუ, თვით ტაძართან, ისევე, როგორც რელიგიურ თემთან, რომელიც იკრიბება ტაძარში, ამ ადამიანებს არავითარი კავშირი არა აქვთ".
"ტაძარზე იყო მოხსნილი საკეტები, რაც უკვე შეიძლება მივაკუთვნოთ მოქმედი კანონმდებლობის დანაშაულს, მართლმადიდებელი თემის წარმომადგენლებს კი უბრალოდ არ უშვებენ ტაძრის შიგნით".
მესამედ, "მონაწილეობა ასეთ კანონსაწინააღმდეგო საქმეში მიიღეს სახალხო რჩეულებმა, რომლებსაც, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, ერთნაირი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ყველა კონფესიების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, აქტიურად მონაწილეობდნენ ისინი, ვინც უნდა იცავდეს წესრიგს - "მუნიციპალური დაცვის" წარმომადგენლები.
მისი სიტყვებით, ყველა ეს ფაქტი იწვევს კითხვას- "ეს არის "სინდისის თავისუფლების პრინციპი", რომელზეც საუბრობდა ოკეანესგაღმელი ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, თუ ეს "დაბრკოლების დაძლევაა" "ამ პრინციპების" გზაზე?"
"ამ ორი კითხვის დამადასტურებელი პასუხის შემთხვევაში, ხდება გასაგები, რომ "დაბრკოლებას" წარმოადგენს თვით მეუ. და ეს "დაბრკოლება" ნამდვილად სერიოზული და დიდია, იმიტომ რომ დღეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რჩება ყველაზე დიდ კონფესიად უკრაინაში",-აღნიშნა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.
როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, უმე-ს იერარქმა განაცხადა, რომ ბლინკენის სიტყვები შეიძლება მიიღონ როგორც მოწოდება ტაძრების ახალი მიტაცებისკენ.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.