პარიზში 1500 რუმინელმა მიიღო მონაწილეობა ჯვართაყვანისცემის საკვირაო ლიტურგიაში

საფრანგეთის რუმინელი მორწმუნეები ეპისკოპოს მაკარისთან ერთად. ფოტო: basilica.ro

1500 -ზე მეტმა რუმინელმა მიიღო მონაწილეობა ჯვართაყვანისცემის საკვირაო ლიტურგიაში, რომელსაც უხელმძღვანელა ჩრდილოეთ ევროპის რუმინეთის საპატრიარქოს ეპისკოპოსმა მაკარმა პარიზის გარეუბანში.

ღვთისმსახურება ჩატარდა ქალაქ კურბევუას სამი წმინდანის სახელობის ტაძარში, რომელსაც აქვს სატრანსპორტო კავშირი პარიზთან მეტროს საშუალებით (მეტროპოლიტენის 7 ხაზი, ბოლო გაჩერება La Courneuve).

საკვირაო წირვაზე ჩრდილოეთ ევროპის ეპიესკოპოსი მაკარი 1500-ზე მეტ დამსწრეს ესაუბრა წმინდა ჯვრის სულიერ მნიშვნელობაზე.

„მხოლოდ ჯვრის მეშვეობის შეგვიძლია ჩვენ ავმაღლდეთ ზეცამდე“. ჯვარი სამოთხის კიბეა. მხოლოდ ჯვრის მეშვეობით შეგვიძლია ზეცამდე მისვლა“,-თქვა იერარქმა.

მან  მორწმუნეებს გაახსენა  მორწმუნე ავაზაკი, ჯვარცმული ქრისტეს მარჯვნივ, „რომელმაც მოინანია და თავისი ცხოვრების უკანასკნელ წუთებში სინანულის ცრემლებით  ევედრებოდა უფალს: სასუფეველსა შენსა მომიხსენე მე უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა!“. „და უფალმა გაუღო მას ზეცის კარი“,-გაიხსენა ეპისკოპოსმა.

სამრევლოს მღვდელმა ფილიპე მირჩამ იერარქისგან მადლიერების ნიშნად საჩუქრად სამკერდე ჯვარი მიიღო -პარიზის რუმინული თემისადმი მისი თავდადებული მსახურებისათვის.

ადრე მჟკ წერდა, რომ რუმინელმა მღვდლებმა იტალიაში  განიხილეს ნარკომანიის პრობლემა ევროპაში.

ამსტერდამი: უკრაინის ხელისუფლება სასამართლოებს იყენებს უმე-ის სასულიერო პირების წამებისთვის

ამერიკელმა ადვოკატმა კომენტარი გააკეთა  ეპისკოპოსი ლონგინოზის სასამართლო პროცესის დროს ჰოსპიტალიზაციაზე.

წინამძღვარი ნოვოკახოვსკას ეპისკოპოსს: ხალხს ბევრი მწუხარება აქვს, იყავით მათი მამა

მისმა უნეტარესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის ქადაგება, მიუხედავად ყველა უბედურებისა და განსაცდელებისა, ეპისკოპოსის მისიაა.

ათასზე მეტი მორწმუნე მივიდა სასამართლოში მიტროპოლიტი ლონგინოზის მხარდასაჭერად

მართლმადიდებელ ბუკოვინელებს შორის მეუფის მიერ ნაშვილები ასობით ბავშვია.

აშშ-ის უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გააკრიტიკა კანონი 3894

„ახალი კანონი აჩენს შეშფოთებას რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების პრობლემები არ არის მწვანე შუქი უფლებების დარღვევისთვის“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ვოლინსკის ეპარქიის მორწმუნეებისგან სვიატოგორსკის ლავრაში 20 ტონა დახმარება ჩაიტანეს

გადასცეს აგრეთვე ფული, რომელიც ვოლინსკის უმე-ს ტაძრებში შეაგროვეს.

ბანჩენის მონასტერში ყვებოდნენ მეუფე ლონგინოზის ჰოსპიტალიზაციის მიზეზზე

მონასტერში ითხოვენ მეუფისთვის ლოცვას, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა.