რმე-ში განაცხადეს, რომ პანდემია - ბოლო ჟამისთვის მზადყოფნის ნიშანია

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე, დეკანოზი მაქსიმე კოზლოვი. ფოტო: foma.ru

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარემ, დეკანოზმა  მაქსიმე კოზლოვმა განაცხადა, რომ „ახლანდელი პანდემია - კაცობრიობისთვის ბოლო ჟამისთვის მზადყოფნის ესქატოლოგიური ნიშანია“.

კორონავირუსულმა ღონისძიებებმა გამოავლინეს, რამდენად მზად არის კაცობრიობა მიიღოს ქცევის შეთავაზებული ნორმები მათი წესიერი დასაბუთების გარეშეც კი. ერთი მხრივ, ხალხი ადვილად ეთანხმება „თამაშის“ ახალ წესებს, მეორე მხრივ კი - ისინი უარს ამბობენ ქრისტიანობის ზნეობრივ ფასეულობებზე ეგრეთ წოდებული „ახალი ეთიკის“ სასარგებლოდ, თქვა მღვდელმა ქსელურ რესურსთან „ბიზნეს Online“ ინტერვიუში.

მამა მაქსიმეს სიტყვებით, საზოგადოების მორჩილების ასეთ მაგალითს წარმოადგენს ნიღაბი, რომლის ტარება „სერიუზულად“ არც არის აუცილებელი, მთავარია დავაფიქსიროთ მისი არსებობა სახეზე. „ნიღაბი - ეს უკვე იმდენად კორონავირუსის პროფილაქტიკა არ არის და არც სამედიცინო პროცედურა, არამედ ლოიალობის ნიშანი“, - აღნიშნა მღვდელმსახურმა. „თუ ასეთი ადვილია, აშკარა გიგანტური კატაკლიზმის გარეშე, მთელი მსოფლიო ჩააგდო მორჩილების მდგომარეობაში - ხშირად ალოგიკურში, თუ მართლაც სერიუზული კატაკლიზმი იქნება, მაშინ რა?“ - მოუწოდა დაფიქრებისკენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზმა.

მამა მაქსიმემ აღნიშნა, რომ მორწმუნე ადამიანისთვის მიუღებელია „სიკვდილის კატასტროფული შიში“, რომელიც თან ახლავს პანდემიას. მან აჩვენა ის, რომ ჩვენი განცხადებული  ქრისტიანობა არ ვლინდება პრაქტიკულ მსოფლმხედველობაში. ქრისტიანისთვის ეს არის ურწმუნოების გამოვლინება. ურწმუნოება იმაში, რომ ამქვეყნიური ცხოვრების მერე ჩვენ გველოდება საუკუნო ცხოვრება, უკეთესი და შესაძლო შეხვედრა ღმერთთან, რომელიც გვწამს. მღვდელმა გაიხსენა, რომ კაცობრიობის ისტორიაში უკვე იყო ასეთი ეპოქები, მაგალითად, რუსეთში ХХ  საუკუნეში რევოლუციის შემდგომი პირველი წლები, როდესაც მორწმუნეები სვამდნენ მტკივნეულ კითხვას „ახლა ხომ არ არის, ღმერთო?“ და ანტიქრისტეს მობრძანებას ელოდნენ. თუმცა ჩვენი დღეების ესქატოლოგიური ნიშნები ცხადყოფენ, რომ ანტიქრისტეს დრო მოახლოვდა.

„ახლა ჩვენ ვაკვირდებით ქრისტიანულ ეთიკურ ღირებულებებზე უარის თქმის ერთგვარ პრინციპულ არჩევანს, კერძოდ, მთლიანად მონოთეისტურ რელიგიურ ტრადიციაზე, - განაცხადა დეკანოზმა. - ჯერ- ჯერობით ეს ეხება ძირითადად დასავლეთის ცივილიზებულ სამყაროს, როგორც ის საკუთარ თავს უწოდებს, მაგრამ განა ვიცით, რამდენად ფართოდ გავრცელდება ეს?“ არც ელინიზმის, არც გეოგრაფიული აღმოჩენებისა და სამრეწველო რევოლუციების დროს არ ყოფილა გლობალური სამყაროს ისეთი ერთობა, როგორიც ახლა არის. აქ დასაშვებია ერთიანი ცენტრიდან მართვა. თუმცა ჯერ კიდევ „არის წინააღმდეგობები ნაციონალური სახელმწიფოების სახით და არ არსებობს „მსოფლიო მმართველობის“ დირექტივებით მოქმედებაზე საყოველთაო მზადყოფნა“, თვლის მღვდელმსახური. 

„მეორე მხრივ, კიდევ სამი-ოთხი პანდემია და ორი-სამი პატარა ბირთვული ომი კაცობრიობის ნაწილის განადგურებით, რესურსებზე, წყალზე, ჰაერზე  ლიმიტის შემოღება - და ჩვენ ნამდვილად გავიგებთ ღაღადს, რომ გვჭირდება ერთიანი საკოორდინაციო ცენტრი მთელი კაცობრიობის დარჩენილი ნაწილისთვის“, - დახატა ესქატოლოგიური პერსპექტივა მამა მაქსიმემ.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 2020 წლის 25 აგვისტოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა დეკანოზი მაქსიმე კოზლოვო დანიშნა სრეტენის სასულიერო სემინარიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად.

ამსტერდამი: უკრაინის ხელისუფლება სასამართლოებს იყენებს უმე-ის სასულიერო პირების წამებისთვის

ამერიკელმა ადვოკატმა კომენტარი გააკეთა  ეპისკოპოსი ლონგინოზის სასამართლო პროცესის დროს ჰოსპიტალიზაციაზე.

მედია იმედგაცრუებულია უმე-ის სასულიერო პირების პროვოკაციებზე რეაგირების ნაკლებობით

უმე-ის მრევლმა განმარტა, რატომ არ სურთ ჟურნალისტებთან ურთიერთობა.

წინამძღვარი ნოვოკახოვსკას ეპისკოპოსს: ხალხს ბევრი მწუხარება აქვს, იყავით მათი მამა

მისმა უნეტარესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის ქადაგება, მიუხედავად ყველა უბედურებისა და განსაცდელებისა, ეპისკოპოსის მისიაა.

ათასზე მეტი მორწმუნე მივიდა სასამართლოში მიტროპოლიტი ლონგინოზის მხარდასაჭერად

მართლმადიდებელ ბუკოვინელებს შორის მეუფის მიერ ნაშვილები ასობით ბავშვია.

აშშ-ის უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გააკრიტიკა კანონი 3894

„ახალი კანონი აჩენს შეშფოთებას რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების პრობლემები არ არის მწვანე შუქი უფლებების დარღვევისთვის“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ვოლინსკის ეპარქიის მორწმუნეებისგან სვიატოგორსკის ლავრაში 20 ტონა დახმარება ჩაიტანეს

გადასცეს აგრეთვე ფული, რომელიც ვოლინსკის უმე-ს ტაძრებში შეაგროვეს.