ექსპერტი: ჩვენ გვახსოვს ის „გადასვლები“, რომელთა გააქტიურებას ცდილობს მეუ

იური რეშეტნიკოვი.ფოტო: pravfond.ru

სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობების სფეროს სპეციალისტმა  და ეროვნებებისა და რელიგიების საქმეებში სახელმწიფო კომიტეტის ექს-თავმჯდომარემ იური რეშეტნიკოვმა გაიხსენა, როგორ ხდებოდა  რელიგიური ორგანიზაციების „გადასვლა“ უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში და განმარტა, რას მოიტანს ამ პროცესის გააქტიურება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან კომენტარში ექსპერტმა აღნიშნა, რომ „გადასვლების“ თემა, რომელიც განიხილებოდა ეპიფანესა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შეხვედრაზე, მეტყველებს იმაზე, რომ ცდილობენ „უკრაინაზე, უკრაინის ხელისუფლებაზე  უკვე გარეშე ბერკეტების ზეწოლით აიძულონ ხელისუფლების სტრუქტურები ან უშუალოდ რელიგიური სტრუქტურები შეუერთდნენ უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიას“.

„ის, რასაც ჩვენ ვხედავთ და ვიცით უამრავი შემთხვევა - რელიგიური გაერთიანებების უკანონო გადარეგისტრირება უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიიდან უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში, როდესაც გადაწყვეტილებები საეკლესიო საკუთრების შესახებ მიიღება არა გაერთიანების მიერ, არამედ  სოფლის შეხვედრებზე, ტერიტორიული გაერთიანების კრებებზე და სხვა გაურკვეველ ვითარებაში. ლაპარაკია იმაზე, როგორ უნდა გააქტიურდეს ეს პროცესი და სტიმულაცია მიეცეს მას“, - დაამატა მან.

რეშეტნიკოვის აზრით, ამ სიტუაციაში შეგვიძლია დავინახოთ არა მარტო სინდისის თავისუფლებაზე და მორწმუნე მოქალაქეებისა  და რელიგიური გაერთიანებების უფლებაზე ზეწოლა, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი რელიგიური კუთვნილება, არამედ „უკრაინული სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხელყოფა, ვინაიდან პირდაპირ ლაპარაკია მცდელობაზე, რომ გაძლიერდეს  ერთ-ერთი უცხოური სახელმწიფოს გავლენა“.

„გულწრფელად მინდა მჯეროდეს, რომ  უკრაინის ახლანდელი ხელისუფლება ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და მოქალაქეთა კონსტუტუციური უფლებებისა და თავისუფლების დაცვის სადარაჯოზე დგას. ის მტკიცედ აღუდგება წინ ყველა გარეშე გავლენას, მიუხედავად იმისა, რომელი მხრიდან იქნება ეს გავლენა. უკრაინის ახლანდელი ხელისუფლება დაიცავს სწორედ უკრაინის ინტერესებს, მისი მოქალაქეების ინტერესებს, ქვეყანაში  მშვიდობის, სტაბილურობის,  საზოგადოებრივი სიმშვიდისა და შეთანხმების შენარჩუნებას.

ვინაიდან აშკარად ჩანს, რომ გაერთიანებების „გადასვლების“ პროცესის გააქტიურების ნებისმიერი მცდელობა - სინამდვილეში, გაერთიანებებს არსად არ სურთ გადასვლა - გამოიწვევს იმას, რომ ყველა მათგანი გადააწყდება ეკლესიის ერთგული, მორწმუნე მოქალაქეების  სრულიად აშკარა, გასაგებ და ლოგიკურ წინააღმდეგობას, რომლებიც დაიცავენ თავიანთ უფლებებს, თავიანთ  ტაძრებს. ვფიქრობ, რომ ამდენი ობიექტური გამოწვევის არსებობის შემთხვევაში, როგორც საგარეო, ასევე საშინაო, სამხედრო აგრესიიდან COVID პანდემიით დამთავრებული, სახელმწიფოს სტაბილურობისთვის ხელოვნურად ახალი დამატებითი გამოწვევების შექმნა - ეს, რბილად რომ ვთქვათ, ჭკვიანური არ არის, უფრო მეტიც - დანაშაულია ჩვენი სახელმწიფოს მომავლის მიმართ“, - დაასკვნა იური რეშეტნიკოვმა.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ, რეშეტნიკოვის აზრით, ყველაზე დიდი დაბრკოლება უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში „გადასვლებისთვის“ არის ის, რომ მორწმუნეებს ამის სურვილი  არ აქვთ.

მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს

მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.

რადა პორნოს დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა

კანონპროექტს მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა

უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო

ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.

ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ

ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში

მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.