ზელენსკიმ შესთავაზა შეხვდეს პუტინს ვატიკანში

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი. ფოტო: president.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ შესთავაზა ჩაატაროს შეხვედრა რუსეთის ფედერაციის მეთაურთან ვლადიმერ პუტინთან ვატიკანში დონბასის  კონფლიქტის განსახილველად, იუწყება «la Repubblica».

"წმინდა ტახტს შეეძლო გამხდარიყო დონბასში მშვიდობის დამყარებისათვის მოლაპარაკების იდეალურ ადგილად. ასეთი უფლებამოსილების შუამავალს შეუძლია მოიტანოს ნდობა, რომელიც აქამდე აკლდა ჩვენს მცდელობებს დავამყაროთ შეთანხმება."

"აუცილებელია ომის შეჩერება დონბასში და წინსვლა სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ. მაგრამ როგორი უნდა იყოს ამ მოლაპარაკებების დღის წესრიგი? რომელი ნაბიჯები მიგვიყვანს ჩვენ მშვიდობასთან? სად და როდის იქნება შეთანხმებული ეს ნაბიჯები? ეს ღია შეკითხვებია, და ჩემი აზრით, ჩვენ მივიღებთ პასუხს, როგორც კი დაიწყება კონსულტაციები უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. ჩემი მხრიდან, მე უკვე გავეცი ყველა განკარგულება კონსულტაციის ორგანიზების შესახებ ოფისის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს",-აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან ასევე განაცხადა, რომ "რეალური პირდაპირი დიალოგი უკრაინასა და რუსეთს შორის დიდი ხანია არ ყოფილა". ეს, მისი სიტყვებით, არ უწყობს ხელს ურთიერთნდობის განმტკიცებას.

"მე ვფიქრობ,რომ შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს იმ ადგილას, რომელიც  მშვიდობისა და დიალოგის განსახიერებაა. ჩემი შეხედულებით, მშვიდობის დამყარების ამ რთული დიალოგისათვის ზედმიწევნით შერჩეული ადგილი  ხელს შეუწყობს პრობლემის მოგვარებას",- აღნიშნა ზელენსკიმ.

ადრე სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს განიხილოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან უკრაინაში მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობა.

მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს

მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.

რადა პორნოს დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა

კანონპროექტს მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა

უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო

ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.

ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ

ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში

მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.