მინ.კაბმა კარანტინი 30 ივნისამდე გადასწია,აღდგომას სახლში დარჩენა მოგვიწოდა

უკრაინის პრემიერ მინისტრი დენის შმიგალი. ფოტო: facebook-страница Дениса Шмыгаля

სამინისტრომ კარანტინი გადასწია 2021 წლის 30 ივნისამდე და მოგვიწოდა აღდგომას დავრჩეთ სახლში. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრემიერ მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე ოთხშაბათს, 21 აპრილს.

პრემიერმა აღნიშნა,რომ «უკრაინაში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია სტაბილური ხდება, მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნდეთ მასიურ დროსტარებას, შეკრებებს».

«მთავრობა საგანგებო სიტუაციას აცხადებს 30 ივნისის ჩათვლით, და შესაბამისად, კარანტინსაც, – განაცხადა მან. – ეს რეჟიმი პირველ რიგში ეხება სახელმწიფო მოხელეებს და მათ გამუდმებულ მზადყოფნას პანდემიასთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ამავდროულად ეს კიდევ ერთი გაფრთხილებაა უკრაინელი ხალხისათვის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით და ფრთხილად აღნიშნულ მძიმე სიტუაციაში».

განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ მაისის დღესასწაულებზე და აღდგომას, დაამატა პრემიერმა.

«ჩვენ ხალხს მოვუწოდებთ სახლში დარჩენისკენ <...> აღდგომას ხალხის შეკრებებმა შიძლება გამოიწვიოს დაავადების გავრცელების ახალი ტალღა», – ხაზგასმით თქვა მან.

აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის საკითხს მთავრობა განიხილავს პარასკევს უკრაინის საეკლესიო საბჭოსთან და რელიგიურ ორგანიზაციებთან ერთად, 23 აპრილს, დააზუსტა დენის შმიგალმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე უმე-ს ინფორმაციულ-საგანმანათლებლო განყოფილების უფროსმა მიტროპოლიტმა კლიმენტიმ ისაუბრა წელს აღდგომის აღნიშვნის ფორმატზე.

მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს

მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.

რადა პორნოს დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა

კანონპროექტს მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა

უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო

ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.

ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ

ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში

მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.