უმე-ს იერარქმა აღნიშნა ეკლესიის როლი ტყვეთა გაცვლის პროცესში

ბორიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: antoniy.com.ua

უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესია არაერთხელ წარმოაჩენდა მზადყოფნას, რომ   ტყვეთა გაცვლის პროცესში შუამავლის როლში გამოვიდეს.  ეკლესიისა და მისი წინამძღვრის წყალობით უკვე გაანთავისუფლეს ათობით უკრაინელი სამხედრო ტყვე. ამის შესახებ  კიევის მიტროპოლიის ქორ-ეპისკოპოსი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ბარიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა)  წერდა თავის тг-არხზე ორშაბათს, 19 აპრილს.

იერარქმა აღნიშნა, რომ წინადღით უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის პრეს-მდივანმა იულია მენდელმა გამოაქვეყნა რამდენიმე მნიშვნელოვანი თეზისი დონბასში სიტუაციის შესახებ, რომლებიც წარმოთქვეს უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე პარიზში.

პირველ რიგში, ლაპარაკი იყო ცეცხლის შეწყვეტაზე „და ამ მხრივ ჩვენს ეკლესიას შეუძლია მხოლოდ მხარი დაუჭიროს სახელმწიფოს მსგავს ინიციატივას, რომელიც  თანამდებობის პირმა გააჟღერა“, ხაზი გაუსვა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.

„უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი და წმინდა სინოდი არაერთხელ აღნიშნავდნენ დონბასში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას და მნიშვნელობას, - ხაზი გაუსვა მან. - უკრაინას ჭირდება მშვიდობა, ეს არის ის, რისკენაც ჩვენ ყველა ერთად მივილტვით. შეიარაღებულმა  წინააღმდეგობამ უკვე ათასობით სიცოცხლე შეიწირა და ნებისმიერი სიკვდილი გაერთიანებულ ძალთა ოპერაციაში -  დედების, ცოლების, შვილების ტკივილი და ცრემლებია. მსგავს სიტუაციაში ეკლესიის მისია მდგომარეობს იმაში, რომ   მშვიდობისკენ და ომის შეწყვეტისკენ მოუწოდოს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არის ის ძალა, რომელსაც აქვს პოტენციალი გააერთიანოს ზიზღითა და აგრესიით გახლეჩილი ქვეყანა“.

მეორე უმთავრესი თეზისი, რომელიც პრეზიდენტის პრეს-მდივანმა გაახმოვანა, ეხება ტყვეების გაცვლის პროცესის აქტივიზაციას „ყველა ყველაზე“. უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესია, ხაზი გაუსვა ეპისკოპოსმა, არაერთხელ წარმოაჩენდა მზადყოფნას ამ პროცესში  შუამავლის როლში გამოვიდეს,  „ჩვენი ეკლესიის წყალობით და უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს უშუალო მონაწილეობით განთავისუფლდა ათობით უკრაინელი სამხედრო ტყვე“.

მან მოიყვანა უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის წინამძღვრის, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს სიტყვები, რომლებიც მან ამ თემაზე  სხვადასხვა წლებში წარმოთქვა.

მაგალითად, 2019 წელს მან თქვა, რომ „ჩვენი ეკლესია უკვე რამდენიმე წელია დაკავებულია სამხადრო ტყვეების განთავისუფლების საკითხით... ჩვენ არ ვუღრმავდებით იურიდიულ საკითხებს, ვინ რამდენად და ვის წინაშე არის დამნაშავე, ჩვენ ვამბობთ: ყველა ღვთის წინაშე ვართ, ყველა ვცოდავთ ღვთის წინაშე - არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ ცოდავს ღვთის წინაშე. ის გვპატიობს? გვპატიობს. თქვენც შეუნდეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთი გვინდობს ჩვენ. ეს ის პრინციპია, რომელიც ჩვენ სამხედრო ტყვეების განთავისუფლებაში გვეხმარება“.

მანამდე, 2017 წელს, უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის დახმარებით, 73 უკრაინელი ტყვე ჯარისკაცის განთავისუფლების დროს, უნეტარესმა თქვა: „ტყვეთა გაცვლა პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ დონბასში შეწყდეს ომი... ეკლესია მოქმედებს მხოლოდ მოწყალების სფეროში, თუ ეს არ იქნება,  წარმატებას ვერაფერში ვერ მივაღწევთ. უნდა მივუტევოთ ერთმანეთს - ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ ტყვეები განთავისუფლდნენ და თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ, ჩვენს სამშობლოში მშვიდობა დაისადგურებს... უკვე შეირყა ის კედელი, რომელიც ჩვენს შორის აღიმართა, უკრაინელებს შორის, და ორად გვყოფდა. ეს კედელი შეირყა და ღმერთმა ქნას, რომ სულ დაინგრეს“.

„არ შეიძლება უნეტარესის ამ სიტყვებს არ მოუსმინო. მიტევება, მოწყალება და ერთობა - ის პრინციპებია, რომლებიც მხოლოდ ტყვეთა განთავისუფლებაში კი არა,  დონბასში ომის შეწყვეტაშიც  გვეხმარება“, - დაასკვნა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.

შეგახსენებთ,  პრეზიდენტის პრეს-სპიკერი იუწყებოდა, ზელენსკის იმედი აქვს, რომ  ტყვეების გაცვლის პროცესს ფორმატში „ყველა ყველაზე“ აღდგომას განახორციელებს.

მჟკ წერდა, უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის საქმეთა მმართველმა მოუწოდა, რომ  მთელი ძალით ეცადონ დონბასში ესკალაციის თავიდან აცილებას.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.