უმე-ს მღვდელი სადოვში:შვილიშვილს ღამეები არ სძინავს მეუ-ს თავდასხმის შემდეგ

ს. სადოვოს მღვდელის სახლის ჩალეწილი ფანჯრები. ფოტო: pravoslavna.volyn.ua

ვოლინის ოლქის უმე-ს თემის წინამძღვრის დეკანოზ ვლადიმერ მელესიას ოთხი წლის შვილიშვილი, რომლის სახლს ღამით, 15 აპრილს  თავს დაესხნენ მეუ-ს აქტივისტები, ძლიერი შეშინების გამო ვერ იძინებს ღამით და მკურნალი ფსიქიატრის მიერ გამოწერილ ძლიერ დამამშვიდებელ პრეპარატებს ღებულობს. როგორც მჟკ-ს მოუთხრო თვითონ მამა ვლადიმირმა, იმის შემდეგ, რაც მღვდლის სახლს ღამით ესროლეს ბინძური წყლით სავსე სამი ვედრო, რომელთაგან ერთი მოხვდა შვილისა და შვილიშვილის საწოლს, ბავშვს ეშინია განმეორდეს თავდასხმა და კითხულობს: ისევ როდის დაბრუნდებიან ბანდიტები და რას გააკეთებენ ისინი?

"ჩვენ გვაქვს ფსიქიატრის დასკვნა-დეპრესიული მდგომარეობა, და გამოგვიწერეს წამლები, ბავშვი ძალიან შეშინდა, საბავშვო ბაღში ვერ მიგვყავს, არ ვიცით, იქ როგორ იქნება. და შვილი(ბავშვის დედა,-რედ. მით.) ასევე დამამშვიდებელ  პრეპარატებს იღებს.  გაუმჯობესება  ჯერჯერობით არ არის, ბავშვს ძალიან ეშინია",- თქვა მეუ-ს მღვდელმა. ახლა მისი თხოვნით შვილი და შვილიშვილი გაემგზავრნენ სოფლიდან, და მას იმედი აქვს, რომ გარემოს შეცვლა სასიკეთოდ იმოქმედებს ბავშვის მდგომარეობაზე.

სადოვში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს ეკლესიის რეიდერებმა 2019 წლის 2 თებერვალს. ამის შემდეგ გრძელდება მცდელობები უკანონოდ გამოასახლონ მღვდელის ოჯახი საეკლესიო სახლიდან.

როგორც მჟკ იუწყებოდა, მეუ-ში განაცხადეს, რომ სადოვში მათი მომხრეები არ მონაწილეობდნენ თავდასხმაში უმეს- მღვდელის სახლზე , და ამის ორგანიზება  პროვოკაციის მიზნით  შეეძლოთ თვით უმე-ს  ერთგულ მხარდამჭერებს.

მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს

მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.

რადა პორნოს დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა

კანონპროექტს მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა

უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო

ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.

ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ

ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში

მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.