მეუ-ს მომხრეებმა ს.სადოვში მღვდელს ფანჯრები ჩაუმტვრიეს

.სიბინძურით სავსე სამი ვედროდან, რომლებიც უმე-ს მიტაცებული ტაძრის წინამძღვრის სახლში შეაგდეს, ერთ-ერთი 5 წლის ბავშვის საწოლზე დავარდა. ფოტო: pravoslavna.volyn.ua

14-დან 15 აპრილის ღამეს ვოლინის ოლქის სოფელ სადოვში უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ადეპტებმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლის სახლში შეაგდეს ნეხვით სავსე სამი ვედრო,  ერთ-ერთი მღვდელმსახურის ქალიშვილის და მისი მცირეწლოვანი შვილის საწოლზე დავარდა, იუწყება ვოლინის ეპარქიის პრეს-სამსახური.

თავდასმა ღამის  2:50 მოხდა. ყველაზე მეტად მამა ვლადიმერ მელესის 5 წლის შვილიშვილი დაზარალდა. შეშინებული  ბიჭი ხმაურმა გააღვიძა - გატეხილი ფანჯრიდან ოთახში  სიბინძურით სავსე ვედრო შემოაგდეს, რომელიც დავარდა საწოლზე, სადაც  ბავშვს ეძინა.

„შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებმაც დაადგინეს, რომ მომხდარი ჩადენილია უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა მიერ, რომლებმაც სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე  მოაწყვეს საკუთარი სასამართლო  და მთელი ძალით ცდილობენ მღვდლის  სახლიდან გამოგდებას“, - იუწყებიან  ეპარქიაში.

თავდასხმაზე ინფორმაცია  წინასასამართლო გამოძიების ერთიან რეესტრშია შეტანილი. გამოძიება გრძელდება.

ინციდენტს გამოეხმაურა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსის მოადგილე, დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი.

„ეს რა ხალხია? - დაწერა მღვდელმა თავის Telegram-არხზე. - რამდენი ბოროტებაა მათში? და კიდევ: ეს ხომ მათი პასუხისმგებლობაა, ვინც ზიზღის იდეოლოგიას აყალიბებს, რომლის მსხვერპლი ის სოფლის მაცხოვრებლები ხდებიან, რომლებიც ასეთ რამეს ჩადიან მღვდლის ოჯახის მიმართ’.

უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარი სადოვოში საეკლესიო რეიდერებმა მიიტაცეს 2019 წლის 2 თებერვალს. ამის შემდეგ გრძელდება მცდელობები, რომ  უკანონოდ გამოასახლონ მღვდლის ოჯახი საეკლესიო სახლიდან.

„ჩამტვრეული ფანჯრები, მუქარა ყუმბარებით, მღვდლის შვილების ცემა, - სიტუაციაზე კომენტარს აკეთებენ ვოლინის ეპარქიაში. - ახლა კი ეს სიბინძურით სავსე ვედროები... ასეთი რა „სიყვარულით“ ჩადიან ამას უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები? რა ცნებებით ხელმძღვანელობან? რისი წამთ და ვის მიმართ ლოცულობენ? ტაძარი და სახლი მხოლოდ კედლებია, როდესაც ადამიანთა გულებში მხოლოდ ბოროტება და ზიზღია“.

მანამდე მარტლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, რომ უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის სპიკერმა  „გადასვლის“ ახალი ტალღა დააანონსა.

მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს

მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.

რადა პორნოს დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა

კანონპროექტს მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა

უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო

ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.

ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ

ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში

მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.