,,თავისუფლების’’ პოლიტიკოსმა უმე-ს ტაძრების წართმევის მოწოდება გააკეთა

იგორ მიროშნიჩენკო თავისუფლების მონუმენტის ფონზე. ფოტო: Фейсбук политика

უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის ტაძრები «ერთხელ და სამუდამოდ დეპორტირებულ უნდა იქნას უკრაინიდან» მღვდელმსახურებთან და მიტროპოლიტ ონუფრესთან ერთად, განაცხადა უმაღლესი რადის ყოფილმა დეპუტატმა უკრაინული გაერთიანება «თავისუფლების» წევრმა იგორ მიროშნიჩენკომ.

პოლიტიკოსმა თავის Facebook გვერდზე ტრანსლირების დროს მოწოდება გააკეთა, გააძევონ უკრაინიდან კანონიკური ეკლესიის წარმომადგენლები. ტრანსლაცია ხდებოდა წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის უმე-ს დედათა მონასტრის ტერიტორიიდან.

უკრაინული ეკლესიები უნდა წავართვათ და «დავაბრუნოთ დედა ეკლესიის წიაღში», განაცხადა მიროშნიჩენკომ. ამასთან მას არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობს იგი «დედა ეკლესიის» ქვეშ. ხშირად, უკრაინულ მართმადიდებლობასთან მიმართებაში, პოლიტიკოსები ასე ეძახიან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს.

მიროშნიჩენკომ მონასტრის მკვიდრთ უწოდა «ნაძირლები» და უკანონო მშენებლობაში დაადანაშაულა. მან აჩვენა შენობები, რომლებიც დგას მონასტრის კუთვნილ ტერიტორიაზე,და თქვა, რომ მას აშენებენ «ნაკრძალის ფონდის მიწაზე». მას თავისი სიტყვების დასამტკიცებლად არანაირი არგუმენტი არ მოუყვანია.

ადრე ზოგიერთ საინფორმაციო რესურსზე გამოჩნდა ინფორმაცია, თითქოს  უმე ცდილობდა ,,თეოფანეში’’ პარკის ტერიტორიის მიტაცებას.  თუმცაღა ნაკრძალის ხელმძღვანელობამ ხაზგასმით თქვა, რომ ტერიტორია, რომლის შემოღობვაც რამდენიმე ხნის წინ დაიწყეს,დიდი ხანია უმე-ს მონასტერს ეკუთვნის.

«ეს ტერიტორია, რომელიც შემოღობეს, ეკუთვნის მონასტერს და მანამდეც ეკუთვნოდა , სანამ დააარსებდნენ ინსტიტუტს , – განაცხადა სახელმწიფო დაწესებულება  “უკრაინის ევოლუციური ეკოლოგიის ინსტიტუტის НАН ” დირექტორის მოადგილემ ნიკოლაი იურჩუკმა. – 10 წელზე მეტია... ის საკადასტრო კოდითაც წარმოადგენს მონასტრის საკუთრებას».

როგორც მჟკ იუწყება, უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალმა ბრძანა უმე-ს მონასტრის «გაწმენდა».

მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს

მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.

რადა პორნოს დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა

კანონპროექტს მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა

უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო

ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.

ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ

ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში

მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.