ინგლისის ეკლესიამ უკრაინას მოუწოდა, რომ გაიწვიოს კანონპროექტი უმე-ს აკრძალვის შესახებ

ლიდსის ეპისკოპოსი ნიკ ბეინსი ლორდთა პალატაში. ფოტო: ФБ Диоцезии Лидса

ლორდთა პალატის სულიერმა ლორდმა, ლიდსის ეპისკოპოსმა ნიკ ბეინსმა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩს ვადიმ პრისტაიკოს გაუგზავნა წერილი, სადაც უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა გაიწვიოს კანონპროექტი 8371 უმე-ს, როგორც „დისკრიმინაციულის“, აკრძალვის შესახებ. ასლები გაეგზავნა უკრაინის პარლამენტის უფროსს რუსლან სტეპანჩუკს, გაეროს სპეციალურ მომხსენებელს რელიგიისა და შეხედულებების თავისუფლების საკითხებში, პროფესორ ნაზილ განეას, დიდი ბრიტანეთის სახმდივანს საგარეო საქმეთა საკითხებში, თანამშრომლობისა და განვითარების საკითხებში ჯეიმს კლევერლის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, სამხრეთ აზიის საქმეთა, საგარეო საქმეთა სამინისტროს გაერთიანებული ერებისა და თანამეგობრობის ორგანიზაციის, თანამეგობრობის და განვითარების საქმეთა (FCDO) სახმინისტრს, ლორდ აჰმადს.

წერილი დაწერილი იყო ჯერ კიდევ 2023 წლის 13 ნოემბერს, მაგრამ მჟკ-ს რედაქციის განკარგულებაში ის მხოლოდ ახლა აღმოჩნდა.

ტექსტში ნიკ ბეინსი ამბობს, რომ კანონპროექტის 8371 დებულებები „ბუნდოვანი და გაურკვეველი ხასიათისაა და  დისკრიმინაციული ინტერპრეტაციისთვის გახსნილია ისე, რომ დარღვეულია საერთაშორისო ნორმები რელიგიისა და შეხედულებების თავისუფლების სფეროში“.

მისი აზრით, არ არსებობს ამ კანონპროექის არანაირი აუცილებლობა, რადგან „თუ გარკვეულმა პირებმა სახელმწიფო ღალატი ან სხვა დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინეს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ისინი პასუხისმგებლობაში მიეცემიან უკრაინის მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლის პროცედურის ფარგლებში“.

ანგლიკანელი ეპისკოპოსი ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტში შეიცავს „კოლექტიური დასჯის საფრთხეს და ეწინააღმდეგება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს“. ის გვახსენებს, რომ ეუთოს დოკუმენტში „რელიგიისა და  შეხედულებების თავისუფლება  და უსაფრთხოება: დირექტიული სახელმძღვანელო“ ნათქვამია, „ნებისმიერი არასამართლებრივი ქმედებები ცალკეული პირების მხრიდან უნდა განიხილებოდეს სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული ან სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში იმ პირის მიმართ და არა ზოგადად რელიგიური ან კონფესიური გაერთიანების წინააღმდეგ“.

ნიკ ბეინსი აღნიშნავს, რომ „კანონპროექტი № 8371 საფრთხის ქვეშ აყენებს უკრაინის სოციალურ ერთობას იმ მომენტში, როდესაც მას რუსეთის აგრესიაზე საზოგადოების ერთიანი პასუხი ესაჭიროება. ის ხელს უწყობს ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის გაღვივებას, რომელიც უკრაინის დასავლურ კურსს ხანგრძლივ ზიანს მიაყენებს. ის არ აღიარებს, რომ უმე-მ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ განუდგეს რმე-ს ან იმ ფაქტს, რომ ბევრი მისი  წევრი, უკრაინის მოქალაქეები, ერთგულად მსახურობენ  ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში - ხშირად კოლოსალური დანაკარგების ხარჯზე“.

„ამ მიზეზთა გამო,  დაბეჯითებით მოვუწოდებ უკრაინის მთავრობას გაიწვიოს ეს საკანომდებლო აქტი ან შეიტანოს მასში ცვლილებები იმ სახით, რომ დაცული იყოს უკრაინის საკონსტიტუციო ვალდებულებების შესაბამისობა რელიგიისა და შეხედულებების თავისუფლების მხრივ და ვალდებულებები საერთაშორისო სამართლის კუთხით“, - ხაზი გაუსვა ლორდთა პალატის სულიერმა ლორდმა.

ქვემოთ მოყვანილია წერილის სრული ტექსტის თარგმანი.

პატივცემულო ბატონო ელჩო!

ინგლისის ეკლესია სოლიდარულია უკრაინის ხალხთან რუსეთის შეჭრიდან 2014 წელს და მისი შემდგომი აგრესიიდან 2022 წელს. როგორც მისი წამყვანი ეპისკოპოსი საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით, მე არაერთხელ გამოვსულვარ ლორდთა პალატაში და საჯარო განცხადებებს ვაკეთებდი უკრაინის ბრძოლის მხარდასაჭერად  იმისთვის, რომ ის თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყანა გამხდარიყო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

მე აგრეთვე ვარ რელიგიისა და შეხედულებების თავისუფლების აქტიური დამცველი, უკლებლივ ყველასი. და სწორედ ამასთან დაკავშირებით გამოვხატავ ღრმა შეშფოთებას № 8371 კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც 2023 წლის 19 იანვარს უკრაინის ხელისუფლების მიერ დარეგისტრირებული იყო უმაღლეს რადაში და წინასწარი ხმის მიცემა მან 2023 წლის 19 ოქტომბერს გაიარა.

№ 8371 კანონპროექტში ცვლილებების შესატანად, ის გაგზავნილი იყო სინდისისა  და რელიგიური ორგანიზაციების თავისუფლების უკრაინის კანონმდებლობაში, რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის ნაწილით, „აფილირებულები რელიგიური ორგანიზაციებს (გაერთიანებების) გავლენის ცენტრებთან, მათი მთავარი ცენტრი (სამმართველო) მდებარეობს სახელმწიფოში, რომელიც ახორციელებს შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“ (და ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, რომ ამ აფილირების მტკიცებულებები სასამართლოში წარადგინოს).

საგანგებო სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც აღმოჩნდა უკრაინა, ბევრი საკვანძო ტერმინი ამ შესწორებაში ბუნდოვანი და გაურკვეველი ხასიათისაა და დისკრიმინაციული ინტერპრეტაციისთვის გახსნილია ისე, რომ დარღვეულია საერთაშორისო ნორმები რელიგიისა და შეხედულებების თავისუფლების სფეროში. არ არსებობს ამ კანონპროექის არანაირი აუცილებლობა: თუ გარკვეულმა პირებმა სახელმწიფო ღალატი ან სხვა დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინეს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ისინი პასუხისმგებლობაში მიეცემიან უკრაინის მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლის პროცედურის ფარგლებში.

არსობრივად, ეს შესწორება შეიცავს „კოლექტიური დასჯის საფრთხეს და ეწინააღმდეგება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს დოკუმენტში „რელიგიისა და  შეხედულებების თავისუფლება  და უსაფრთხოება: დირექტიული სახელმძღვანელო“, სადაც ნათქვამია, რომ „ნებისმიერი არასამართლებრივი ქმედებები ცალკეული პირების მხრიდან უნდა განიხილებოდეს სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული ან სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში იმ პირის მიმართ და არა ზოგადად რელიგიური ან კონფესიური გაერთიანების წინააღმდეგ“. შემდეგ ეუთოს სახელმძღვანელოში ნათქვამია: „ის ფაქტი, რომ ზოგიერთი პირი დაკავებულია ასეთი (არაკანონიერი) ქმედებით, არ მოწმობს იმას, რომ მთელი რელიგიური ან კონფესიური საზოგადოება იზიარებს ამ შეხედულებებს ან აქეზებს ამგვარ მოქმედებას“.

კანონპროექტი № 8371 საფრთხის ქვეშ აყენებს უკრაინის სოციალურ ერთობას იმ მომენტში, როდესაც მას რუსეთის აგრესიაზე საზოგადოების ერთიანი პასუხი ესაჭიროება. ის ხელს უწყობს ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის გაღვივებას, რომელიც უკრაინის დასავლურ კურსს ხანგრძლივ ზიანს მიაყენებს. ის არ აღიარებს, რომ უმე-მ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ განუდგეს რმე-ს ან იმ ფაქტს, რომ ბევრი მისი  წევრი, უკრაინის მოქალაქეები,  ერთგულად მსახურობენ  ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში - ხშირად კოლოსალური დანაკარგების ხარჯზე“.

ამ მიზეზთა გამო,  დაბეჯითებით მოვუწოდებ უკრაინის მთავრობას გაიწვიოს ეს საკანომდებლო აქტი ან შეიტანოს მასში ცვლილებები იმ სახით, რომ დაცული იყოს უკრაინის საკონსტიტუციო ვალდებულებების შესაბამისობა რელიგიისა და შეხედულებების თავისუფლების მხრივ და ვალდებულებები საერთაშორისო სამართლის კუთხით.

დარწმუნებულები იყავით, რომ ჩემი შეშფოთება № 8371 კანონპროექტთან დაკავშირებით არანაირად არ ამართლებს პატრიარქ კირილეს ან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით. იმ ხალხსაც არ ვამართლებ, რომლებსაც შეუძლიათ უკრაინაში უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების წინააღმდეგ მუშაობა. მე მტკიცედ ვაგრძელებ უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად, მაგრამ ვშიშობ, რომ ეს კანონი რეტროგრადული ხასიათისაა, რომელიც დააზარალებს უკრაინის ინტერესებს ხანგრძლივი პერსპექტივით.

თქვენი ერთგული,

ღირსი ნიკ ბეინსი, ლიდსის ლორდ-ეპისკოპოსი

უმე-ის ეპისკოპოსებმა გააპროტესტეს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებები რფ-ის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე

უმე-მა დაგმო რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის მიერ დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტი ილარიონის გათავისუფლება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის ადმინისტრაციიდან.

ამსტერდამი: უკრაინის ხელისუფლება სასამართლოებს იყენებს უმე-ის სასულიერო პირების წამებისთვის

ამერიკელმა ადვოკატმა კომენტარი გააკეთა  ეპისკოპოსი ლონგინოზის სასამართლო პროცესის დროს ჰოსპიტალიზაციაზე.

მედია იმედგაცრუებულია უმე-ის სასულიერო პირების პროვოკაციებზე რეაგირების ნაკლებობით

უმე-ის მრევლმა განმარტა, რატომ არ სურთ ჟურნალისტებთან ურთიერთობა.

წინამძღვარი ნოვოკახოვსკას ეპისკოპოსს: ხალხს ბევრი მწუხარება აქვს, იყავით მათი მამა

მისმა უნეტარესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის ქადაგება, მიუხედავად ყველა უბედურებისა და განსაცდელებისა, ეპისკოპოსის მისიაა.

ათასზე მეტი მორწმუნე მივიდა სასამართლოში მიტროპოლიტი ლონგინოზის მხარდასაჭერად

მართლმადიდებელ ბუკოვინელებს შორის მეუფის მიერ ნაშვილები ასობით ბავშვია.

აშშ-ის უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გააკრიტიკა კანონი 3894

„ახალი კანონი აჩენს შეშფოთებას რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების პრობლემები არ არის მწვანე შუქი უფლებების დარღვევისთვის“, - ნათქვამია მოხსენებაში.