უუს გენერალმა მოუწოდა, რომ „გაწმინდონ“ უმე-ს მონასტრები
უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე სკიპალსკი. ფოტო: glavred.info
უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე სკიპალსკიმ პროგრამის «Борковский & Валевская» ეთერში ტელეარხ „ესპრესოზე“ განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მონასტერი უნდა გაიწმინდოს, იმიტომ რომ იქ „იმყოფება ხალხი, რომლებიც რუსი დივერსანტებივით იქცევიან“.
„ჩვენ ძალზე ძლიერი მეხუთე კოლონა გვყავს. ეს ის ხალხია, რომლებიც თავს რუსეთის შემადგენლობაში მოიაზრებენ... ჩვენ უნდა გავწმინდოთ ყველა მოსკოვის მონასტერი , სადაც ყოველდღიურად იღებენ ინფორმაციას იმ ხალხზე, ვისაც რუსი დევერსანტების ქცევა და ფსიქოლოგია აქვთ. სამუშაო ბევრია. გახსოვდეთ, იმ საშიშროების ფონზე, რაც გაგვაჩნია, ყველაზე საშიში დარტყმა გველოდება ზურგში. ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალმა.
„იმ შემთხვევაში, თუ ომი იქნება, ჩვენ კი ყველას გვესმის, რომ ეს შესაძლებელია, მთელმა ქვეყანამ უნდა იბრძოლოს. საჭიროა უკრაინელების მობილიზება, რომ მათ გედები კი არ დაიჭირონ, არამედ მედვედჩუკები“, - დაამატა გენერალ-ლეიტენენტმა.
როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, პრეზიდენტის ოფისში დაარეგისტრირეს მორწმუნეთა მიმართვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროვების შესახებ.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.