უმე-ს იერარქმა დაასახელა უკრაინაში დემოგრაფიული კრიზისის მიზეზები
ბარიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: Центр информации УПЦ
უკრაინელები მალე შეიძლება გაქრნენ ევროპის ხალხთა რუკიდან, თუ არ მიიღება სერიუზული ზომები ოჯახური ფასეულობების მხარდაჭერის კუთხით, განაცხადა ბარიშევის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა), კიევის მიტროპოლიის ქორ-ეპისკოპოსმა და
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.
2018 წლის სამი თვის განმავლობაში კიევს მოევლინა 8655 ბავშვი, 2019 წლის დასაწყისისთვის - 7892, ხოლო 2020 წლის იანვარ-მარტში - 7624 ბავშვი, - დაწერა მეუფემ თავის Telegram-არხზე. - ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მსგავსი რიცხვები ვრცელდება მთელ უკრაინაზე, რადგან მატება მთელ ქვეყანაში მნიშვნელოვნად ეცემა“.
ეპისკოპოსის სიტყვებით, დემოგრაფიული კრიზისის მიზეზი კეთილდღეობას არ უკავშირდება. მაგალითად, ომის შემდგომ პერიოდში დაბადებულთა რიცხვი იზრდებოდა, ახლა კი აფრიკის ეკონომიკურად განუვითარებელ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი მაღალია.
მეუფე ვიქტორი თვლის, რომ დაბადების მაჩვენებლის დონის დაწევა გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, როგორც „მზარდი ეგოიზმია“ და სურვილი „ისიამოვნო ცხოვრებით“. გარდა ამისა, ამ პრობლემაში დიდ როლს თამაშობს ის, რომ მსოფლიოში მიღებული აღარ არის ოჯახში ბევრი შვილის გაჩენა.
„ასე ცხოვრობენ ევროპის ქვეყნებში, სადაც დემოგრაფიული დონე ყველა იმ ნორმაზე დაბალია, რაც აუცილებელია ერის შესანარჩუნებლად“, - დაწერა მეუფემ.
თუმცა დაბადების შემცირების მთავარ ფაქტორად იერარქი რელიგიურობის დაბალ დონეს მიიჩნევს, შესაბამისად - ღვთის მცნებების უგულებელყოფას.
„დიდი ხანია შემჩნეულია, რომ იქ, სადაც ღვთის რწმენა ძლიერია, ოჯახებიც დიდია და ოჯახური ფასეულობებიც სათანადო სიმაღლეზეა, - აღნიშნა მეუფემ. - და პირიქით, ურწმუნოება პრაქტიკულად ოჯახის განადგურების ტოლფასია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო პასუხს არ აგებს ბავშვთა დაბადებაზე. არა, სახელმწიფო პასუხსაც აგებს და გავლენასაც ახდენს დემოგრაფიაზე. არსებობს სპეციალური შეღავათები ორსულებისთვის, მატერიალური დახმარება დედებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ვინც ოჯახს ქმნის, მაქსიმალური შეღავათები მათთვის, ვისაც სამ შვილზე მეტი ყავთ, - ეს ყველაფერი იმ ქვეყნებშია, სადაც დემოგრაფიულ დონეზე ზრუნავენ. უკრაინა, სამწუხაროდ, ასეთ ქვეყნებს არ მიეკუთვნება“.
ეპისკოპოსმა ვიქტორმა დაასკვნა, რომ მორწმუნეებს უნდა ესმოდეთ: ბავშვების დაბადება ეს ღვთის მცნებებით ცხოვრებაა და არა სტატისტიკა ან „დემოგრაფია“.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ბოლო 30 წლის განმავლობაში ქორწინებების რაოდენობა უკრაინაში თითქმის სამჯერ შემცირდა.
ამსტერდამი: უკრაინის ხელისუფლება სასამართლოებს იყენებს უმე-ის სასულიერო პირების წამებისთვის
ამერიკელმა ადვოკატმა კომენტარი გააკეთა ეპისკოპოსი ლონგინოზის სასამართლო პროცესის დროს ჰოსპიტალიზაციაზე.
მედია იმედგაცრუებულია უმე-ის სასულიერო პირების პროვოკაციებზე რეაგირების ნაკლებობით
უმე-ის მრევლმა განმარტა, რატომ არ სურთ ჟურნალისტებთან ურთიერთობა.
წინამძღვარი ნოვოკახოვსკას ეპისკოპოსს: ხალხს ბევრი მწუხარება აქვს, იყავით მათი მამა
მისმა უნეტარესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის ქადაგება, მიუხედავად ყველა უბედურებისა და განსაცდელებისა, ეპისკოპოსის მისიაა.
ათასზე მეტი მორწმუნე მივიდა სასამართლოში მიტროპოლიტი ლონგინოზის მხარდასაჭერად
მართლმადიდებელ ბუკოვინელებს შორის მეუფის მიერ ნაშვილები ასობით ბავშვია.
აშშ-ის უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გააკრიტიკა კანონი 3894
„ახალი კანონი აჩენს შეშფოთებას რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების პრობლემები არ არის მწვანე შუქი უფლებების დარღვევისთვის“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ვოლინსკის ეპარქიის მორწმუნეებისგან სვიატოგორსკის ლავრაში 20 ტონა დახმარება ჩაიტანეს
გადასცეს აგრეთვე ფული, რომელიც ვოლინსკის უმე-ს ტაძრებში შეაგროვეს.