სტარი ვოლჩინცში ოდიოზურმა კაპელანმა მეუ-ში გადასვლის ორგანიზება ვერ მოახერხა
შეხვედრა კულტურის სახლში სოფელ სტარი ვოლჩინეცში. ფოტო: ФБ Грищука
2024 წლის 11 თებერვალს მეუ-ს ოდიოზურმა კაპელანმა რომან გრიშჩუკმა სტარი ვოლჩინცში კულტურის სახლში მოაწყო კრება უმე-ს ღვთისმშობლის შობის ტაძრის დუმენკოსთან გადაყვანასთან დაკავშირებით, - აუწყეს მჟკ-ს რელიგიურ გაერთიანებაში. ვინაიდან კრება ვერ შედგა, გრიშჩუკმა თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაცხადა ის როგორც „პარაკლისი უკრაინისთვის“.
როგორც წყარომ მჟკ-ს აუწყა, გრიშჩუკმა, რომელიც ამავე სოფელში ცხოვრობს, მაგრამ „მსახურობს“ მეზობელ გლიბოკოში, სტარი ვოლჩინცში შეძლო 20-მდე თანამოაზრის შეკრება და კიდევ 30-მდე მან გარეუბნებიდან ჩამოიყვანა. უმე-ს მრევლი 300 კაცზე მეტი იყო, ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მრევლის მხარდასაჭერად ჩამოვიდა აგრეთვე ჩერნოვიცის მიტროპოლიტი მელეტი სამღვდელოებასთან ერთად.
კრებაზე გრიშჩუკმა განაცხადა, რომ ეს „მისი სოფელია“ და კრებას „მისი ხალხი“ ესწრება, რომელიც „მხოლოდ მას უსმენს“. ამიტომ ის მეტად უკმაყოფილო იყო უმე-ს მღვდელმთავრის ჩამოსვლით. თავის მხრივ, მიტროპოლიტმა მელეტიმ კრებაზე დაადასტურა, რომ გრიშჩუკი სარგებლობს ხელისუფლების კეთილგანწყობით, დადის ჩერნოვიცის ოლქის სოფლებში, აწყობს კონფლიქტებს და თესავს შუღლს. მეუ-ს „მღვდელი“ არ დაეთანხმა მღვდელმთავარს და უთხრა, რომ ეს „მისი წმინდა ვალია“. მან მიტროპოლიტ მელეტის აგრეთვე ჰკითხა, „რა ჯანდაბამ მოიყვანა ბუკოვინაში“ უმე.
საბოლოოდ ხალხი ყველა ერთად სკანდირებდა «Геть Романа з Буковини» - „გაეთრეს რომანი ბუკოვინადან“. მჟკ-ს ინფორმაციით, ღვთისმშობლის შობის ტაძრის მეუ-ში გადაყვანის გრიშჩუკის ღონისძიება ჩაიშალა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ უმე-ს ტაძრებს სოკირიანში, ლენკოვცში და სხვა სოფლებში ერთი და იგივე ხალხი იტაცებდა, რომლებსაც გრიშჩუკი კურირებდა.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.