მიტრ.ანტონი:ფანარის ვიზიტის არ გვეშინია,დესტაბილიზაციის საშიშროებას ვხედავთ
მიტროპოლიტი ანტონი კიე-პეჩორის ლავრაში პრესკონფერენციაზე. ფოტო: СПЖ
ნათლად უნდა გავიაზროთ, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში ვიზიტის არ ეშინია. ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიის საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩი) ილაპარაკა პრესკონფერენციაზე კიევო-პეჩორის მიძინების ლავრაში ხუთშაბათს, 2021 წლის 8 აპრილს.
მიტროპოლიტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჯვრით მსვლელობების ამოცანას წარმოადგენს არა მისი მასიურობის დემონსტრირების სურვილი და „არა პოლიტიკური აქცია, არამედ ყოველთვის ლოცვა“.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც ლიტანიობაზე რამდენიმე ასეულ ათასი მორწმუნე იკრიბება, როგორც ეს წინა წლებში იყო. ხალხს ეს ძალას მატებს, იმიტომ რომ, როდესაც მასმედიაში ჩვენს ეკლესიაზე კითხულობ, გგონია, რომ ყველა ჩვენი მოწინააღმდეგეა და ცოტანი ვართ. <...> მაგრამ ამოცანა სწორედ ერთობლივ ლოცვაშია, ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის ლოცვაში“, - თქვა მან.
რაც შეეხება ეკლესიის რეაქციას ფანარის შესაძლო ვიზიტზე უკრაინაში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა აღნიშნა, რომ „ნათლად უნდა გავიაზროთ: ჩვენ არ გვეშინია პატრიარქ ბართლომეს ვიზიტის, მაგრამ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს შეიძლება დესტაბილიზიციის მიზეზი გახდეს უკრაინულ საზოგადოებაში“.
„შესაძლებელია, რომ გარკვეული ძალები იყენებენ ამას როგორც ბიძგს ჩვენი ტაძრების მიტაცებისთვის. რეაქცია გვექნება მხოლოდ კანონმდებლობისა და ჩვენი შინაგანი ქრისტიანული პრინციპების ფარგლებში. ჩვენ არასდროს არ ვუღალატებთ ქრისტიანულ პრინციპებს. <...> მართალია, გვტკივა, როდესაც გვცემენ, ტაძრებს გვართმევენ, მაგრამ საპასუხოდ ძალას არასდროს არ ვიყენებთ და არავის არ ვცემთ. მართალია, ვიცავთ ჩვენს ტაძრებს, მაგრამ ამას სახელმწიფო კანონებისა და შიდაეკლესიური ნორმატივების ფარგლებში ვაკეთებთ“, - დაასკვნა ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, 8 აპრილს კიევო-პეჩორის ლავრაში შედგა პრეს-საუზმე მიტროპოლიტ ანტონთან (პაკანიჩი) ერთად თემაზე: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია პანდემიისა და მწვავე პოლიტიკური სიტუაციის პირობებში უკრაინაში და საერთაშორისო არენაზე.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.