მეუ-ში ერთმა „იერარქმა“ მეორე დაადანაშაულა ტაძრების რეიდერულ მიტაცებაში
მეუ-ს ,,იერარქი'' მიტროფანე ბუტინსკი და ათანასე შკურუპი. ფოტო: delo.ua, wikipedia
მეუ-ს „მღვდელმთავარი“ ათანასე შკურუპმა მეუ-ს „მღვდელმთავარი“ მიტროფანე ბუტინსკი ხარკოვის მხარის მრევლის რეიდერულ მიტაცებაში დაადანაშაულა.
„მეგობრებო, ილოცეთ! დღეს, ჯვრის თაყვანისცემის კვირას, წმინდა ჯვრის წინაშე, ეშმაკმა კუდიანთა შაბათობა მოაწყო ხარკოვშჩინაში სოკოლოვისა და ცირკუნოვის მრევლში და მათი წინამძღვრების სტანისლავ აშტრაფიანისა და ოლეგ კოზუბის ხელებით, რომლებიც ჩემს მიერ გადაყენებული არიან წინამძღვრობიდან, ხდება არეულობა მრევლის სხვა ეპარქიაში გადაყვანის მიზნით“, - დაწერა თავის Facebook- გვერდზე ათანასე შკურუპმა, უამე-ს ყოფილმა „იერარქმა“, რომელიც ამჟამად მეთაურობს მეუ-ს ხარკოვ-პოლტავის ეპარქიას.
მისი სიტყვებით, „მიმტაცებლები“ თავს დაესხნენ უცხო ადამიანებს, რომლებიც „ეკლესიაში მხოლოდ პასქის საკურთხებლად მიდიან “ და „იუდას ღალატის აქტის ჩადენას“ გეგმავენ.
მთელს ამ პროცესს, დაამატა მან, „ხელმძღვანელობს გამოცდილი რეჟისორი ეპისკოპოსი მიტროფანე“ ბუტინსკი - მეუ-ს წარმოქმნამდე უმე (კ)-ს ყოფილი „იერარქი“. როგორც შკურუპი ამტკიცებს, „ისმის მუქარა, რომ მისწვდებიან ხარკოვ-პოლტავის ეპარქიის სხვა მრევლსაც, რათა არქიეპისკოპოსი ათანასე ხარკოვშჩინიდან განდევნონ“.
„აი, ასეთი საქმეებია ჩვენთან. მტკივნეულია და საწყენი, რომ სწორედ აქიდან იწყება მართლმადიდებელი ეკლესიის განვითარება უკრაინაში. რას იზამ, რისთვისაც იბრძოდნენ, ის მიიღეს!“ - განაცხადა მეუ-ს „იერარქმა“ ათანასემ.
„იერარქს“ მარხვისას მოუხდა კომენტატორებისთვის იმის განმარტება, ვინ, რას და რატომ იტაცებს და რომელ კონფესიას განეკუთვნება მიტროფანე ბუტინსკი.
„ის მარტავდა უმე (კ) -ს ხარკოვის ეპარქიას, მე კი - ხარკოვ-პოლტავის უამე-ს, ხოლო 2018 წლიდან ჩვენ მეუ-ს შემადგენლობაში ვართ. სხვათაშორის, მეუ-ს წესდება ასეთ გადასვლებს კრძალავს. მხოლოდ ...მე არ მწყინს მიტროფანეს გამო, სასულიერი პირების გამო ვწუხვარ. ის სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოძიების ქვეშაა, მაგრამ მსახურობს, რადგანაც თავის დროზე ჩემს ზურგს უკან იღებდა წერილობით კურთხევას მ. მაკარისგან გაეგრძელებინა მსახურება. მხოლოდ ხელების გაშლა შემიძლია ...“ - განაცხადა შკურუპმა.
ადრე, მჟკ წერდა, რომ როვნოში მეუ-ს „ეპისკოპოსი“ ცდილობს ტაძრიდან განდევნოს უამე-ს თემი, რომელსაც ის სექტას უწოდებს.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.