ეკლესიამ ადვილად შეაგროვა„ცოცხალი“ ხელმოწერა თავის დასაცავად, - უმე სპიკერი

დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი. ფოტო: Апостроф

მილიონზე მეტმა მორწმუნემ ხელი მოაწერა მიმართვას კანონების გაუქმებაზე, რომლებიც მიმართულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ და ყველა ეს „ხელმოწერა ცოცხალია“, ეჭვს არ იწვევს. ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირის განყოფილების უფროსის მოადგილემ, დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა დაწერა თავის тг-არხზე.

„სინამდვილეში ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანი არა ხელმოწერების რაოდენობა იყო, არამედ თვით წერილების არსებობა სამრევლოებიდან, თუნდაც მხოლოდ ათ-ათი ხელმოწერა ყოფილიყო, - აღნიშნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სპიკერმა. - მთავარია, რომ ცოცხალი ხელმოწერები იყო, სხვის მაგივრად არავინ ხელს არ აწერდა. შესაბამისად, არც ხელისუფლებაში, არც ეკლესიის მტრებს შორის არავის ეჭვი არ შეპარვია ამ წერილებში და ხელმოწერებში.

მან განმარტა, რომ ხელმოწერები სამრევლოებში, როგორც წესი,  მხოლოდ ტაძრებში გროვდებოდა და მხოლოდ მათგან, ვინც ღვთისმსახურებებს ესწრებოდა. ასე რომ, მიმართვას მხოლოდ აქტიურმა მრევლის წევრებმა მოაწერეს ხელი, თანაც ზოგმა ვერ მოასწრო, ზოგი, კერძოდ მოხუცები, ვერ დადიან ტაძარში კორონავირუსთან დაკავშირებული  სიტუაციის გამო.

მღვდელმსახურმა დაადასტურა, რომ „ეს მილიონობით ხელმოწერა შეგროვდა სრულიად ადვილად, დაძაბულობის გარეშე, მხოლოდ აქტიურ მორწმუნეთა შორის. თუ ეპიდემიის პირობებში, როდესაც ხალხის რაოდენობა ტაძრებში საგრძნობლად შემცირებულია, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მარტივად შეძლო 1 060 238 ხელმოწერის შეგროვება, რამდენს შეაგროვებდა ეკლესია, თუ ხელმოწერების მაქსიმალური რაოდენობის შეგროვებას დაისახავდა მიზნად?“

მახსოვს, რომ 2018 წელს, ივნისში, ერთ კვირაში ჩვენ შევაგროვეთ 400 ათასი ხელმოწერა იმის წინააღმდეგ, რომ ფანარიონი ერეოდა უკრაინის ეკლესიის საქმეებში. ერთ კვირაში. მარტივად და სწრაფად. მაშინ ჯერ კიდევ კოვიდი არ იყო. ამას იმიტომ ვწერ, რომ ყველამ - ჩვენც და იმათაც გაიაზრონ ჩვენი ეკლესიის მაშტაბები“, - დაასკვნა დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ მილიონზე მეტმა მორწმუნემ ხელი მოაწერა მიმართვას ზელენსკისადმი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნის გამო. როგორც უმე-ს საქმეთა მმართველმა, მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩი)  აღნიშნა, სრულიად ეკლესია იმედოვნებს, რომ მორწმუნეთა ხმა პრეზიდენტამდე მიაღწევს. 

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.