ჩვენ პოროშენკოს მძევლები ვართ „სახელმწიფო ეკლესიის“ შექმნაში, - ექსპერტი

კოსტია ბონდარენკო. ფოტო: скриншот ютуб-канала

პოლიტოლოგმა  და ექსპერტმა  კოსტია ბონდარენკომ  პრეს-კონფერენციაზე „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა მიმართვა ხელისუფლებისადმი: დისკრიმინაციული კანონები და შევიწროვება“ განაცხადა, რომ ახლანდელი საეკლესიო დაპირისპირება ინიცირებული იყო პოროშენკოს ხელისუფლების მიერ 2018 წელს, როდესაც  ყოფილმა პრეზიდენტმა, კონსტიტუციის დარღვევით, პრაქტიკულად შექმნა „სახელმწიფო ეკლესია“.

ბონდარენკომ პარალელი გაავლო 90-იანების დასაწყისის სიტუაციასთან, როდესაც შეიქმნა კიევის საპატრიარქო და აღდგენილი იქნა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია და გაიხსენა, რომ ის წლები ხასიათდებოდა ტაძრების მასიური მიტაცებით.

„სწორედ რელიგიურ საფუძველზე დამყარებული კონფლიქტები ხასიათდებიან მეტი საშიშროებით, მათი გადაწყვეტა ძალიან რთულია, - თვლის ბონდარენკო. - ამიტომ მაშინ პოლიტოლოგები  სულ აფრთხილებდნენ - არ შეიძლება რელიგიური ფაქტორის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. სამწუხაროდ, პეტრე პოროშენკოს დროს ეს პრინციპი დარღვეული იყო. მიიღეს გადაწყვეტილება, კონსტიტუციის პრინციპის დარღვევით, ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის შესახებ, „სახელმწიფო ეკლესიის“ პროპაგანდის. პოროშენკომ დაიწყო მისი (სახელმწიფო ეკლესიის - რედ.), გულწრფელად რომ ვთქვათ, მშენებლობა. ამ პროცესს შეუერთდა საზღვარგარეთის ძალებიც, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ მსოფლიო მართლმადიდებლობის განხეთქილებაში, რასაც ახლა სხვა ქვეყნებში ვაკვირდებით“.

პოლიტოლოგი თვლის, რომ რელიგიათაშორის ურთიერთობებში ყველა უკრაინელი აღმოჩნდა სიტუაციის მძევალი, რომელიც თავისი ქმედებებით  თვით პეტრე პოროშენკომ შექმნა ორი წლის წინ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნით.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.