უმე-ს დელეგაცია ეწვია წმინდა ოჯახის სამყოფელს ეგვიპტეში

უმე-ს წარმომადგენლები კვიპროსის მღვდელმსახურებთან ერთად გიზის საკათედრო ტაძრის წინ. ფოტო: vzcz.church.ua

28-29 მარტს იღუმენებისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებისაგან შემდგარი დელეგაცია ეწვია ეგვიპტის ქალაქებს, რომლებიც  მოიცავს ადგილებსა და არტეფაგებს  დაკავშირებულს  ქრისტეს, ღვთისმშობელისა და იოსებ დამწინდველის ყოფნასთან  ეგვიპტეში, იუწყება უმე-ს საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების (სსუგ) საიტი.

უკრაინელი მონაზვნებმა ასევე მოინახულეს ქაიროს ქრისტიანული ტაძრები და მონასტრები.

პირველი ადგილი, რომელიც დაკავშირებულია წმინდა ოჯახის გაქცევასთან ეგვიპტეში, დელეგაციისათვის გახდა ქალაქი სახა. აქ ინახება ქვა ყრმა მაცხოვრის ნატერფალის ანაბეჭდით. უკრაინელებმა გადასცეს ადგილობრივ ტაძარს  ღვთისმშობლის ნატერფალის ასლი, რომელიც  გამოისახა პოჩაევოს მთაზე და წიგნი პოჩაევოს ლავრაზე, სადაც მოხდა ეს სასწაული.

უმე-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ ქალაქ გიზაში, რომელზეც გადიოდა წმინდა ოჯახის გზა. უკრაინელებს ხვდებოდნენ განსაკუთრებული ზეიმით: საკათედრო ტაძრის ახლოს ჩამწკრივდნენ სკაუტები, რომლებმაც შეასრულეს მუსიკალური კომპოზიცია დოლებით, შემდეგ საგუნდო სიმღერა და წინწილებზე დაკვრით დელეგაცია შევიდა ტაძარში.

ცენტრალური გიზის ეპისკოპოსმა ფეოდოსიმ თბილად მიიღო უკრაინელი ბერები და მოუთხრო მათ კოპტების ეკლესიის თემის ცხოვრების განსაკუთრებულობაზე. სტუმრებს აჩვენეს ფილმი წმინდა ოჯახის გზაზე ეგვიპტეში.

ქაიროში დელეგაცია ეწვია გამოქვაბულს, სადაც ცხოვრობდა ქრისტე დედასთან და იოსებთან ერთად, და მასზე აშენებულ წმინდა მოწამეების სერგისა და ბაქოსის ტაძარს. პილიგრიმები ეწვიენ ღვთისმშობლის ტაძარს მაადაში, რომელიც თქმულების მიხედვით  აშენებულია წმინდა ოჯახის ნილოსზე გადასვლის ადგილას.

იმ დღესვე უმე-ს დელეგაცია ეწვია ქაიროში წმინდა მოწამე ბარბარეს ეკლესიას და წმინდა მოწამე გიორგის დედათა მონასტერს,  წმინდა ბარბარეს, მოწამე იულიანას, მოწამეების დამიანეს და რომაელი მოწამე ფილუმენიას ტაძრებს, მოწამე მერკურის დედათა მონასტერს.

წმინდა მოწამე თეოდორე სტრატილატის სავანეში დელაგაციას გულითადად უმასპინძლა იღუმენიამ და სავანის დედებმა, რომლებმაც უნეტარეს მიტროპოლიტი ონუფრისათვის საჩუქრად გადასცეს მონაზონების მიერ შესრულებული წმინდა ონუფრის ხატი, რომელსაც მონასტერში განსაკუთრებულად ეთაყვანებიან. სავანის მთავარ ტაძარში შეხვედრის დროს  სვიატოგორსკის მიტროპოლიტმა არსენიმ მიმართა სავანის მონაზვნებს ღრმა შინაარსის სიტყვებით მონაზვნურ ცხოვრებაზე და ცდუნებების გადალახვის საშუალებებზე, რომლებიც წარმოიქმნება ამ გზაზე.

უკრაინელები ასევე ეწვიენ წმინდა მოწამე დამიანეს დედათა მონასტერს და გაუზიარეს მონასტრული ცხოვრების გამოცდილება   ალექსანდრიასთან ახლოს მარიოტის უდაბნოში მდებარე მოწამე მინას მონასტრის მონაზვნებს.

როგორც მჟკ იუწყებოდა, 26-27 მარტს უმე-ს დელეგაცია ეწვია ეგვიპტეში მონასტრებს ნიტრიის უდაბნოში.

სანამ უკრაინას ვიცავ, ჩემი სახლის წართმევა სურთ, - სამხედრო პირი ლავრაზე

ჯარისკაცს სურს სასამართლოში დაიცვას მონასტრის ბერები, რომლებსაც კიევ-პეჩერის ლავრიდან განდევნით ემუქრებიან.

ვენესუელაში პრეზიდენტმა შობა 1 ოქტომბერს აღნიშნა

კათოლიკურ ეკლესიას ამ მოვლენაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაეროს ანგარიში: ხელისუფლებას არ შეუწყვეტია ზეწოლა უმე-ზე

გაერომ აღნიშნა უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დარღვევა.

კიევ-პეჩერის ლავრის საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება

შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.