ფანარიონის მეთაურის პაპისტური ერესი კრებამ უნდა დაგმოს, - ექსპერტი
პატრიარქი ბართლომე. ფოტო : tovima
კონსტანტინოპოლის პატრიარქატის მოძღვრება მისი აბსოლუტური პირველობის თაობაზე ანუ პაპიზმის ერესმა უნდა მიიღოს მართლმადიდებელი ეკლესიების საეკლესიო კრების მიერ შეფასება, განაცხადა რია- ნოვოსტისთან კომენტარში ეკლესიისა და საბერძნეთის ისტორიის სპეციალისტმა, საგამომცემლო სახლის „წმინდა მთა“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ათანასე ზოიტაკისმა.
მან განაცხადა, რომ ეკლესიოლოგიის (მოძღვრება ეკლესიის შესახებ) დამახინჯება კონსტანტინოპოლის პატრიარქატის მხრიდან ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის გაფორმებული და არა არის განმტკიცებული ფანარიონის მიერ, მაგრამ როგორც ბევრი ღვთისმეტყველი ამბობს, ეს უკვე ფიგურირებს მისი წარმომადგენლების ზოგიერთ დოკუმენტსა და განცხადებაში. პირველ რიგში, ეს ვლინდება მართლმადიდებლურ სამყაროში პირველობასა და შეუზღუდავ უფლებებზე კონსტანტინოპოლის პრეტენზიაში ერთიანობის საზიანოდ, რაც განსაკუთრებით გამოვლინდა ბოლო ხანებში, მათ შორის, უკრაინაში.
ზოიტაკის აზრით, ფანარიონის მოქმედებებმა შეფასება უნდა მიიღოს მსოფლიო მართლმადიდებლობის - ყველა ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის -მხრიდან. „მოცემული მომენტისთვის არ მომხდარა კოონსტანტინოპოლის პატრიარქატის აბსოლუტური პირველობის მოძღვრების დაგმობა ავტოკეფალური ეკლესიების მხირდან - თქვა ისტორიკოსმა. - უფრო მეტიც, ისინიც კი, ვინც არ ეთანხმება ფანარიონის მოქმედებებს უკრაინაში, აგრძელებს მათთან ევქარისტულ ურთიერთობას, გამონაკლისს მხოლოდ რუსული ეკლესია წარმოადგენს“.
ზოიტაკისი თვლის, რომ ამიტომაც პატრიარქ ბართლომეს ანტიკანონიკურ მოქმედებებს უკრაინაში ამ დრომდე არ მოჰყოლია რაიმე ერთიანი საკადრისი პასუხის გაცემა და საჯარო დაგმობა ათონის წმინდა მთაზეც. მან აღნიშნა, რომ პატრიარქ ბართლომესთან დაახლოებული ზოგიერთი ღვთისმეტყველი ყოველივეს ფუთავს „დოგმატური დამატებით“ და ამტკიცებს, რომ „როგორც მამა ღმერთია მთავარი წმინდა სამებაში, ასევეა მსოფლიოს პატრიარქი მთავარი მართლმადიდებლურ ეკლესიაში“. ამიტომაც, ფანარიონის ასეთი პოზიციის შეფასება აუცილებელია საეკლესიო კრების მიერ. „ჯერჯერობით, მართლმადიდებლურ, მსოფლიო ეკლესიას არ დაუგმია ეს. როგორც გვახსოვს, ერეტიკოსებს უწოდებდნენ მას შემდეგ, რაც მათ დაგმობდნენ საეკლესიო კრებაზე, - თქვა ისტორიკოსმა. -დიახ, მოძღვრება უკვე ერეტიკულია, მაგრამ თავად საეკლესიო კრების მიერ დაგმობის ფაქტი აუცილებელია. ჯერ ეს არ მომხდარა, ამიტომაც აქ აუცილებელია ერთიანი, ერთობლივი მუშაობა“.
როგორც მჟკ გვაუწყებდა, ბერძენი სასულიერო პირი და ღვთისმეტყველი თვლის, რომ პატრიარქ ბართლომეს მოქმედებებმა უკრაინაში დაარღვია „საეკლესიო წესრიგი და ტრადიცია“.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.