მიხაილოვკაში უმე-ს ტაძრის წინამძღვარი ყვება სასწაულებზე ტაძრის მიტაცებიდან

პროტოდიაკონი ვიტალი ჩერსკი. ფოტო: скриншот видео youtube-канала «Витражи»

ჩერნოვიცკის მხარის სოფელ მიხაილოვკას ღვთისმშობლის  „ცხოველმყოფელი წყაროს“ ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ვიტალი ჩერსკიმ  „ვიტრაჟების“ Youtube-არხზე პროგრამაში „ანალიტიკა“ განაცხადა, რომ მეუ-ს მომხრეების მიერ ტაძრის დაკავების შემდეგ უფალმა სასწაულები მოუვლინა მათ.

„მათ (მეუ-ს მომხრეებმა - რედ.) შეკრიბეს სოფელი, ბევრი ადამიანი მოვიდა, რომელიც ტაძარში არ დადიოდა, რათა ტაძრის მიტაცება მომხდარიყო (მეუ-ს მიერ - რედ.). 2019 წლის 3 თებერვალს მათ გადაწყვიტეს ტაძრის დაკავება, წინააღმდეგობას  ადგილი არ ჰქონია, ჩვენ დავთმეთ ტაძარი, შევეგუეთ რა ბედს. მრევლისთვის, უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრის ერთგულებისთვის, ეს ძალიან მძიმე იყო, მაგრამ უფალმა უმალ გვიჩვენა სასწაულები. 4 თებერვალს, ტაძრის დაკავებიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ გამოჩნდა კეთილი ადამიანი, რომელმაც შემოგვწირა ფული სახლის შესასყიდად და უფლის დახმარებით ჩვენ იმ სახლში ვწირავდით მთელი დიდმარხვა“ - განაცხადა მამა ვიტალიმ.

მოძღვრის სიტყვებით, არავის სჯეროდა, რომ უფალმა ასე სწრაფად გვიწყალობა ადგილი მსახურებისთვის, ხოლო იმავე წლის ზაფხულში, მოძღვარს მიმართა სხვა ადამიანმა, რომელმაც გამოხატა ახალი ტაძრის აგებაში დახმარების სურვილი. 2019 წლის 19 აგვისტოს მოძღვარმა ახალი ტაძრის საძირკვლის ჩაყრა აკურთხა, ხოლო ერთ წელიწადში 2020 წლის 29 აგვისტოს, ტაძარში საკურთხეველი აკურთხეს.

„მადლობას ვწირავ მრევლს და შემომწირველებს, პირველ რიგში, ანდრეი ვასილის ძე ბიბს. დღეისათვის, მშენებლობა მიმდინარეობს, არსებობს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ვგრძნობთ სიხარულსა და უფლის სიყვარულს. უფალმა გვიჩვენა სასწაულები, მადლობას ვწირავთ უფალს ყველაფრისთვის“ - დაამატა მოძღვარმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 3 თებერვალს მეუ-ს აქტივისტებმა სოფელ მიხაილოვკას უმე-ს თემი განდევნეს ადგილობრივი ტაძრიდან, წინა დღით ჩატარებული კენჭისყრის შედეგებზე დაყრდნობით. კანონიკური ეკლესიის თემის მეუ-ში გადასვლის თაობაზე კენჭისყრა ტერიტორიული თემის შეკრებაზე ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, როგორც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა (რომელთაგან უმრავლესობა ტაძარში არ დადიოდა), ასევე მეზობელი სოფლებიდან მოყვანილმა ადამიანებმა. მეუ-ს მომხრეების მიერ მიტაცებული ტაძრის სანაცვლოდ თემი შეუდგა ახალი ტაძრის მშენებლობას. 2020 წლის 19 აგვისტოს სოფელ მიხაილოვკაში აკურთხეს უმე-ს ღვთისმშობლის „ცხოველმყოფელი წყაროს“ ხატის სახელობის ახალი ტაძარი.

სანამ უკრაინას ვიცავ, ჩემი სახლის წართმევა სურთ, - სამხედრო პირი ლავრაზე

ჯარისკაცს სურს სასამართლოში დაიცვას მონასტრის ბერები, რომლებსაც კიევ-პეჩერის ლავრიდან განდევნით ემუქრებიან.

ვენესუელაში პრეზიდენტმა შობა 1 ოქტომბერს აღნიშნა

კათოლიკურ ეკლესიას ამ მოვლენაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაეროს ანგარიში: ხელისუფლებას არ შეუწყვეტია ზეწოლა უმე-ზე

გაერომ აღნიშნა უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დარღვევა.

კიევ-პეჩერის ლავრის საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება

შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.