როვენის ეპარქიაში მართლმადიდებლობის ზეიმზე ასობით ლიტანიობა შესრულდა

როვენის ეპარქიის თითქმის ყველა სამრევლოში ჩატარდა მართმადიდებლობის დღის აღსანიშნავი ლიტურგია . ფოტო: СПЖ

2021 წლის 21 მარტს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის როვენის ეპარქიაში ჩატარდა ასობით ლიტანიობა მართლმადიდებლობის ზეიმის აღსანიშნავად, იუწყება მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კორესპონდენტი.

როვენისა და ოსტროჟსკის მიტროპოლიტის ბართლომეს ლოცვა-კურთხევით, ლოცვითი მსვლელობები ეპარქიის თითქმის ყველა სამრევლოში ჩატარდა.

ტრადიციულად მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას მორწმუნეები  საერთო ეპარქიულ ლიტანიობაზე როვნოში იკრიბებიან, თუმცა  წელს საკარანტინო შეზღუდვების გამკაცრების გამო ის არ ჩატარებულა. მაგრამ, აღნიშნავენ ეპარქიაში, როვენის ოლქის სოფლებსა და ქალაქებში ერთდროულად  ასობით ლიტანიობა ჩატარდა.

როვენის ეპარქიის ბევრი  მღვდელი თავიანთ გვერდებზე სოციალურ ქსელებში  წერდა იძულებითი ცვლილებების პლიუსების შესახებ. მათ შორის - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის  როვენის  ეპარქიის სოციალური განყოფილების ხელმძღვანელი, დეკანოზი  ვასილ ნაჩევი. 

„მაგალითისთვის ჩვენს სამრევლოს მოვიყვან: როვნოში ლიტანიობაზე შეიძლება სულ 10-20 ადამიანი მოსულიყო, - აღნიშნა მღვდელმსახურმა. - დღეს კი ტაძარში ღვთისმსახურებაზე 100-მდე მლოცველი იყო, რომლებიც  ტაძრის გარშემო ლიტანიობის მონაწილეეები გახდნენ. შესაბამისად, წელს საერთო ლიტანიობის მონაწილეთა რაოდენობა როვენის ეპარქიაში რამდენჯერმე აღემატება წინა წლების მონაცემებს. დაახლოებით სადღაც 7-8-ჯერ. შარშანდელი მონაცემებისა და ამ გათვლების გათვალისწინებით, თამამად შეგვიძლია იმის მტკიცება, რომ მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს როვენის ეპარქიაში ლიტანიობაში მონაწილეობდა 35000-40000-მდე მორწმუნე!!!“

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა მართლმადიდებლობის ზეიმის აღნიშვნის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში, მათ შორის მაშტაბურ  ლიტანიობებზე ხარკოვში, ზაპოროჟიეში და ბერდიანსკში. უმე-ს ლიტანიობა კიევში გადაიტანეს პანდემიის გამო, მაგრამ, როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა განაცხადა, ის აუცილებლად შედგება, როგორც კი  შესაფერისი სიტუაცია იქნება.

სანამ უკრაინას ვიცავ, ჩემი სახლის წართმევა სურთ, - სამხედრო პირი ლავრაზე

ჯარისკაცს სურს სასამართლოში დაიცვას მონასტრის ბერები, რომლებსაც კიევ-პეჩერის ლავრიდან განდევნით ემუქრებიან.

ვენესუელაში პრეზიდენტმა შობა 1 ოქტომბერს აღნიშნა

კათოლიკურ ეკლესიას ამ მოვლენაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაეროს ანგარიში: ხელისუფლებას არ შეუწყვეტია ზეწოლა უმე-ზე

გაერომ აღნიშნა უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დარღვევა.

კიევ-პეჩერის ლავრის საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება

შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.