ეს არის სახელმწიფოს არ ჩარევა?- ექსპერტი ფანარიონის მეთაურის მოწვევაზე
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი და კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო:Regnum
თუ ქვეყნის ხელმძღვანელობა იწვევს რელიგიურ მოღვაწეს სახელმწიფო ღონისძიებაზე- არ არის ეს სახელმწიფოს ჩარევა საეკლესიო საქმეებში? ამაზე «Klymenko Time» -ის ეთერში მსჯელობს რელიგიური ექსპერტი,სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარე 2009-2019 წლებში ნაციონალობის და რელიგიის საქმეებში იური რეშეტნიკოვი, აკეთებს რა კომენტარს უკრაინაში კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს მომავალი ვიზიტის გარშემო განვითარებულ სიტუაციაზე.
„ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის კონტექსტში ჩნდება კითხვა თვით ამ ვიზიტების და პატრიარქ ბართლომეს მოწვევის არსზე,-აღნიშნა ექსპერტმა.-ეს მოწვევა რომ ყოფილიყო უნეტარესი ეპიფანეს მხრიდან-გასაგებია, მას აქვს ამის სრული უფლება, ისევე,როგორც შეუძლიათ ამ ეკლესიის მორწმუნეებს. მაგრამ თუ ეს მოდის უკრაინის პრეზიდენტიდან, შემდეგ მეორდება ხელისუფლების და დეპუტატების მხრიდან, რომლებიც ხშირად წარმოადგენენ ხელისუფლების პარტიას, მაშინ ჩნდება კითხვა: რა არის ეს-არ არის სახელმწიფოს ჩარევა საეკლესიო საქმეებში?“
გარდა ამისა, ის თვლის, რომ ეს სიტუაცია ნონსენსია საერთაშორისო სტანდარტების თვალსაზრისით, რამდენადაც ფანარიონის მეთაური-რელიგიური ლიდერია, და არა სახელმწიფოს ხელმძღვანელი, და, „აქ აშკარად შეუძლებელია მიდიოდეს საუბარი სახელმწიფოებს შორის რაიმე სახის კონტაქტებზე.“
„აქ საუბარია რელიგიური მოღვაწის მოწვევაზე უკრაინის სახელმწიფო მოღვაწეების მხრიდან, თანაც მას იწვევენ არა რომელიმე რელიგიურ ღონისძიებაზე, არამედ სახელმწიფო დღესასწაულზე-უკრაინის დამოუკიდებლობის დღეზე. აშკარაა, რომ წარმოიქმნა გარკვეული პარადოქსი, სინამდვილეში ნონსენსი, როდესაც უმაღლეს რელიგიურ მოღვაწეს იწვევენ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ღონისძიებაზე და სინამდვილეში ჩნდება შეკითხვა, რამდენად პასუხობს ეს უკრაინის კონსტიტუციას,“-დაასკვნა იური რეშეტნიკოვმა.
ადრე მჟკ წერდა, რომ სამართალდამცავი ორგანიზაცია „მართლმადიდებელი ადვოკატების კავშირი“ (მაკ) ელოდება სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებას და განმარტებას სახალხო დეპუტატების მხრიდან ფანარიონში უკრაინის დელეგაციის ახლახანს შემდგარი ვიზიტის გამო.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.