სარნოს ეპარქიაში მეუ-ს მიერ მიტაცებულის სანაცვლოდ აკურთხეს ახალი ტაძარი
ტაძრის კურთხევა. ფოტო: sarny.church.ua/
2021 წლის 13 მარტს პოლისის და სარნის მიტროპოლიტმა ანატოლიმ აკურთხა პეტრე-პავლეს სახელობის ტაძარი როვენის რაიონის სოფელ იასინეცში, იუწყება პოლესის ეპარქიის პრეს-სამსახური.
დუბოვიცას რაიონის სოფელ სელეცში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის რეიდერულად ხელში ჩაგდების შემდეგ, დევნილი ეკლესიური თემი იძულებული იყო ელოცა სამლოცველოში, რომელიც მდებარეობს სოფელ იასინეცის სასაფლაოზე. ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ ნიკოლაი ივანიჩკოს და სამრევლოს ძალისხმევით შენობა ტაძრად გადაკეთდა.
მიტროპოლიტმა ანატოლიმ აკურთხა ახალი ტახტი და უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრის კურთხევით დააბრძანა კიევისა და გალიცის მიტროპოლიტის წმინდა მოწამე ვლადიმირის სიწმინდეები. კურთხევის შემდეგ ტძარში შესრულდა პირველი საღვთო ლიტურგია საეპისკოპოსო რანგში.
მიტროპოლიტ ანატოლისთან ერთად მსახურებდნენ სოფელ ველიკიე ცინცევიჩის წმინდა-პოკროვის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი ანტონი(გრიბანი), სოფელ იასინეცის პეტრე და პავლეს სახელობის ტაძრის დეკანოზი ნიკოლაი ივანიჩკო, მღვდლები მეზობელი სოფლებიდან, და ასევე კიევის ეპარქიის კლირიკები.
მიტროპოლიტმა ანატოლიმ მიულოცა სამღვდელოებას და მორწმუნეებს ტაძრის კურთხევა, უსურვა სამრევლოს ტაძრის და წინაპრების სარწმუნოების შენარჩუნება და მადლობა გადაუხადა მორწმუნეებს მსხვერპლის გაღებისთვის.
როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, ბელგოროდკაში აკურთხეს მშენებარე ტაძრის გუმბათის ჯვარი.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.