უმე-ს სოფელ კელიბერდის გაერთიანება: იუდას გზას, ტაძრის დატოვება ჯობია

წმინდა ფერისცვალების ტაძარი კელებერდში. ფოტო: wikiredia.ru

გაერთიანებამ, რომელსაც მეცენატი  მისი დახმარებით აშენებულ მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარს ართმევს, განაცხადა კანონიკურო უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულების შესახებ და უარი თქვა „შედგომოდა იუდას გზას რაღაც დროებითი მიწიერი სიმდიდრის  გამო“. სოფლის ტაძრის მშენებლობის ისტორიისა და მის გარშემო თანამედროვე  სიტუაციის შესახებ კელიბერდის მორწმუნეები ყვებოდნენ პროექტში „დოზორი“ „პერში კაზაცკიზე“.

მრევლის წევრების სიტყვებით, ადრე სოფლის ტერიტორიაზე, რომელიც წარსულში იყო ზაპოროჟიეს სეჩის ერთ-ერთი ფორპოსტი, იყო შვიდი მართლმადიდებელი ეკლესია, მაგრამ ისინი ყველა დაანგრიეს.

„1988 წელს ჩვენს გაერთიანებას  ძალიან დიდი სურვილი  გაუჩნდა, რომ  ერთი ეკლესია მაინც ააშენოს, - ყვებოდა მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის წევრი ტატიანა მარჩენკო. - ჯერ შევქმენით და დავარეგისტრირეთ უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური გაერთიანება, შემდეგ  შედგა შეხვედრა ქალაქ კომსომოლსკის, ამჟამად გორიშნიე პლავნის ერთ-ერთ მეწარმესთან ალექსანდრე მოროზთან. ის სიხარულით დათანხმდა გაეწია დახმარება ტაძრის მშენებლობაში. მშენებლობის შემკვეთი იყო კომსომოლსკის უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. დიდი ბატალიები გაიმართა მიწის ნაკვეთის  გამოყოფის გამო, იმიტომ რომ იმ ადგილას კაფეს აშენებას აპირებდნენ. 1999-დან 2005 წლამდე მეცენატის ხარჯით   ტაძრის აქტიური მშენებლობა მიმდინარეობდა. სოფლის მაცხოვრებლებიც არ იყვნენ უმოქმედოდ, აქტიურად ასრულებდნენ ყველა საჭირო სამუშაოს“.   

ტაძრის კურთხევა 2005 წელს შედგა. მშენებლობის მეცენატმა გამოაცხადა, რომ ეს საჩუქარი იყო სოფლის მართლმადიდებელი გაერთიანებისთვის, მორწმუნეები, მღვდლის ოჯახის ხელმძღვანელობით, შეუდგნენ ტაძრისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას.

 „2009 წელს ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო სანოტარო კანტორამ გადაარეგისტრირა ტაძარი მეცენატ ალექსანდრე მოროზის სახელზე, - აღნიშნა უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნემ გალინა ჩესნოკოვამ. - მაგრამ ვერავინ, ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ წელს ჩვენ წაგვართმევდნენ ტაძარს და სხვა კონფესიას გადასცემდნენ ჩვენი ნებართვის გარეშე. ასე რომ,  ჩვენ იძულებულები ვართ დავტოვოთ ამ შენობის კედლები. ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ განხეთქილების მონაწილეებთან. ყველა ადამიანს თავისი ღირებულებები გააჩნია - ოჯახი, სამშობლო, რწმენა. ახლა ჩვენს მაგავრად წყვეტენ, რა ენაზე ვილოცოთ და რა კონფესიას ვეკუთვნოდეთ“.

 

იმავე 2009 წელს უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებამ და ალექსანდრე მოროზმა გააფორმეს ხელშეკრულება ტაძრის, სამრეკლოსა და სამრევლო სახლის შენობების არენდის შესახებ.

და აი, როგორც ყვებოდა მრევლის წევრი ირინე პერემენა, ტაძრის წინამძღვარს ოფიციალურად შეატყობინეს, რომ 2021 წლის 31 მარტს მთავრდება ხელშეკრულების ვადა და მესაკუთრეს სურს მისი გაუქმება, „ამიტომ შვიდი დღის ვადაში ჩვენმა გაერთიანებამ უნდა გაანთავისუფლოს ტაძრის შენობა, ხოლო წინამძღვარმა - სამრევლო სახლი, სადაც ის  ოჯახთან ერთად ცხოვრობს“.

მორწმუნეებმა ხაზი გაუსვეს, რომ სოფელ კელებერდას ტერიტორიაზე სხვა რელიგიური გაერთიანება არ არის, ხალხს არაფრის შეცვლა არ სურს თავის სულიერ ცხოვრებაში და კანონიკური უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული რჩება.

გარდა ამისა, უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანება არის ქალაქ გორიშნიე პლავნიში - კელებერდიდან 10 კმ-ში. უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა აზრით, „სწორედ ამ გაერთიანებასთან აპირებენ ხელშეკრულების გაფორმებას ტაძარში ღვთისმსახურების ჩატარების თაობაზე“.

„დრო არ ჩერდება, ხელისუფლება იცვლება, პოლიტიკა იცვლება, მხოლოდ ეკლესია რჩება მუდმივი, ვინაიდან იქ ქრისტეა. ჩვენს გაერთიანებას არ სურს იუდას გზით სიარული  მიწიერი სიმდიდრის ან სხვა რამის გამო. უმჯობესია  შენობის დატოვება და ღვთის ერთგულება, ვინაიდან განხეთქილების ცოდვა, წმინდა მამების სწავლების თანახმად, სისხლითაც ვერ განიწმინდება“, - ხაზი გაუსვა უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის წევრმა ოქსანა ზადვორნაიამ.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ მეწარმე ალექსანდრე მოროზი, რომელმაც კელებერდაში ტაძარი ააშენა, გადაწყვიტა გადასცეს ის უკრაინაში  მართლმადიდებელ  ეკლესიას და კანონიკური ეკლესიის მორწმუნეები ფაქტიურად ქუჩაში გაყარა. მანამდე მან გაერთიანებასა და მის წინამძღვარს, დეკანოზ მიქაელ პავლიუკს განხეთქილების სტრუქტურაში გადასვლა შესთავაზა, რაზეც მიიღო უარი.

მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს

მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.

რადა პორნოს დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა

კანონპროექტს მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა

უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო

ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.

ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ

ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში

მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.