უუს-ში მჟკ-ს ბლოკირებაზე კომენტარი გააკეთეს
უუს-ის შენობა. ფოტო: РИА Новости
უუს-ში უარი თქვეს განმარტებაზე, თუ რა მიზეზით მისცეს სპეცკავშირის სახსამსახურს მჟკ-ს საიტის ბლოკირების განკარგულება.
სახალხო დეპუტატის არტემ დმიტრუკის სადეპუტატო მიმართვის პასუხად, უუს-ის უფროსის მოადგილემ სერგეი ანდრუშჩენკომ განაცხადა, რომ ძალოვნები „არსებული ამოცანების ფარგლებში“ ახორცილებენ მასმედიის მონიტორინგს „საინფორმაციო სფეროში უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აგრეთვე უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური საინფორმაციო ოპერაციების ჩატარების აღკვეთისათვის, რომლებიც მიმართულია საკონსტიტუციო წყობის მოშლაზე, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის რღვევაზე, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გამწვავებაზე“.
„ასეთი საქმიანობის შედეგად და კანონმდებლობით გათვალისწინებული არსებული დასკვნების საფუძველზე, უუს იღებს შესაბამის ზომებს ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად“, - უპასუხა ანდრუშჩენკომ არტემ დმიტრუკს და არ განმარტა, როგორ უქმნიდა მჟკ საფრთხეს „ნაციონალურ უსაფრთხოებას“, „საკონსტიტუციო წყობას“ ან „არღვევდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“.
ანდრუშჩენკომ უარი თქვა დეტალების განმარტებაზე და მიზეზად დაასახელა „ამ საქმიანობის დროს მიღებულ მონაცემთა გავრცელების აკრძალვა“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ უკრაინაში უუს მჟკ-ს საიტის ბლოკირებას ითხოვს.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.