პავლენკოს განცხადებები აკნინებენ უმე-ს მორწმუნეთა პატივსა და ღირსებას,- მაკ

როსტისლავ პავლენკო. ფოტო: hromadske.ua

უკრაინის მართლმადიდებელ ადვოკატთა კავშირში თვლიან, რომ პარტია „ევროპული კავშირის“ დეპუტატის სიტყვები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ აკნინებენ მორწმუნეთა პატივსა და ღირსებას. ამის შესახებ სამართალდამცველებმა დაწერეს телеграм-არხზე.

პავლენკომ დაწერა, რომ  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნილი გაერთიანებების წარმომადგენელთა ყრილობა, რომელიც ჩატარდა 22 თებერვალს კიევო-პეჩორის ლავრაში, ეს უკრაინის „სტაბილურობაზე და სახელმწიფო უშიშროებაზე თავდასხმაა“, „ანტისახელმწიფოებრივი ღონისძიება“ და „კოლაბორაციის მაგალითი უკრაინის წინააღმდეგ მტრული კამპანიის ფარგლებში“. აგრეთვე, „ევროპული კავშირის“ სახალხო დეპუტატის აზრით, არავითარი დევნა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე  უკრაინაში არ არის.

თავის მხრივ, მართლმადიდებელ ადვოკატთა კავშირის სამართალდამცველები გვახსენებენ, რომ „დევნის, ზეწოლისა და ძალადობის ფაქტები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა მიმართ დასტურდება უამრავი სისხლის სამართლისა  და სასამართლო საქმეების წარმოებით“, ხოლო ცალკეული ფაქტები „მუდმივად ფიქსირდება გაეროს სამმართველოს უმაღლესი კომისარის ყოველწლიურ მოხსენებებში ადამიანის უფლებათა შესახებ, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების  ანგარიშებში“.

ამიტომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტაცებული ტაძრების წარმომადგენელთა ყრილობის ჩატარება და მიმართვის წარგზავნა  უკრაინის პრეზიდენტ ვ. ზელენსკისადმი, პრემიერ-მინისტრ დ. შმიგალისადმი, უმაღლესი რადის თავმჯდომარე დ. რაზუმკოვისადმი და უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატებისადმი მეტყველებენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მცდელობაზე კონფლიქტების მშვიდობიანად და მხოლოდ სამართლებრივ ველში გადაჭრაზე“, - ხაზი გაუსვეს მართლმადიდებელ ადვოკატთა კავშირში.

სამართალდამცველები თვლიან, რომ „ევროპული კავშირის დეპუტატის როსტისლავ პავლენკოს კომენტარები არ შეესაბამება სინამდვილეს, ისინი აკნინებენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა პატივსა და ღირსებას და მიმართულია რელიგიური მტრობისა და ზიზღის გაღვივებაზე, მოქალაქეთა გრძნობების შეურაცხყოფაზე მათ  რელიგიურ რწმენასთან დაკავშირებით“.

მსგავსი გამონათქვამები არ შეეფერება უკრაინის უმაღლესი  რადის დეპუტატის მაღალ წოდებას და წინააღმდეგობაში მოდის იმ ფიცთან, რომელსაც  თანამდებობაზე დანიშვნისას დებენ. ამიტომ  როსტისლავ პავლენკოს მხრიდან, მის მიერ სიტუაციის დეტალური შესწავლის შემდეგ,  ველით ბოდიშის მოხდას და  თავის მართლებასაც კი“, - ხაზი გაუსვეს მართლმადიდებელ ადვოკატთა კავშირში.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ „ევროპული კავშირის“ სახალხო დეპუტატმა დაადანაშაულა დევნილ  გაერთიანებათა ყრილობა სახელმწიფო უშიშროებაზე  თავდასხმაში.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

ვოლინში უმე-ს კიდევ ერთი მღვდლის მობილიზება მოხდა

მღვდელმსახურისგან ითხოვენ, რომ მან იარაღით ხელში იმსახუროს.

2 ნოემბერი - ჟურნალისტთა წინააღმდეგ დანაშაულებებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

ნახევარ წელზე მეტი გავიდა, რაც დააპატიმრეს და საგამოძიებო იზოლატორში განათავსეს მჟკ-ს მართლმადიდებელი ჟურნალისტები, რომლებსაც  უკრაინაში რელიგიური სიტუაციის გაშუქების გამო უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

გერმანიაში მიტროპოლიტმა ვიქტორმა პარიზის უმე-ს მრევლისთვის დიაკვანი აკურთხა

ღვთისმსახურების დროს ლოცულობდნენ მორწმუნეები უკრაინიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან.

მართლმადიდებელი ქრისტიანები დიმიტრის (მშობელთა სულის მოსახსენიებელ) შაბათს აღნიშნავენ

ამ დღეს და წინადღით მართლმადიდებლები მიდიან ტაძარში, სადაც იხდიან მსახურებებს მიცვალებულთათვის: პარასკევს საღამოს - ლოცვას მიცვალებულთა სულებისთვის, შაბათს დილით - ლიტურგიას, მის შემდეგ კი - დიდ პანაშვიდს.

კამენეც-პოდოლსკში ხატწერის სასწავლებლის დაარსების 25 წლის იუბილე აღნიშნეს

ღვთისმსახურება ჩაატარეს კამენეც-პოდოლსკისა და გოროდოკსკის მიტროპოლიტმა თეოდორემ და ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა.