მიტროპოლიტმა ილარიონმა ახსნა, რატომ არ ჰყავს ბართლომეს უკრაინაში მრევლი
ფანარის მეთაური პატრიარქი ბართლომე ხელს აწერს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ტომოსს. ფოტო: president.gov.ua
საიდან შეიძლება ჰყავდეს პატრიარქ ბართლომეს მრევლი უკრაინაში, სადაც მართლმადიდებელ მორწმუნეთა უმრავლესობა კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლია, ხოლო განხეთქილებაში მყოფი უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია ფანარის მეთაურისგან დამოუკიდებელია, რადგან მან ავტოკეფალიის ტომოსი მიანიჭა მას. ამის შესახებ ლაპარაკობდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირის განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი გადაცემის „ეკლესია და მსოფლიო“ ეთერში, მან კომენტარი გააკეთა პატრიარქ ბართლომეს ბოლო განცხადებაზე იმის შესახებ , რომ ის აუცილებლად გაემგზავრება უკრაინაში, „იქ ხომ მისი მრევლია“, გადასცა მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურმა საიტმა.
„გაუგებარია, რა მრევლი ჰყავს კონსტანტინიპოლის პატრიარქს უკრაინაში. მართლმადიდებელ მორწმუნეთა უმრავლესობა კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლია, რომელსაც ახლა არ აქვს მასთან ურთიერთობა. გარდა ამისა, ხალხის ნაწილი მიეკუთვნება განხეთქილების სტრუქტურას, რომელსაც მან მიანიჭა ეგრეთ წოდებული ავტოკეფალია. თუ ეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს თვალსაზრისით „ავტოკეფალური ეკლესიაა“, მაშინ რატომ არის ეს მისი მრევლი?“ - თქვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა.
მან გაიხსენა, რომ ფანარის მეთაურის ქმედებებმა, რომლებიც დაანონსდა როგორც განხეთქილების გადალახვა, არ მოუტანეს უკრაინელ ხალხს არც მშვიდობა და არც ერთობა. პირიქით, განხეთქილების მონაწილეები თავს ესხმოდნენ კანონიკური ეკლესიის ტაძრებს, ძალის გამოყენებით აგდებდნენ ტაძრებიდან მღვდლებს და მრევლს. მთელი რიგი გაერთიანებებისა, რომლებმაც დაკარგეს ტაძრები განხეთქილების რეიდერობის გამო, იძულებულები არიან ზამთრის ყინვაში ქუჩაში ილოცონ.
„ვფოქრობ, თუ პატრიარქი ბართლომე ჩავა უკრაინაში, კარგი იქნება, თუ ის მოინახულებს ასეთ ადგილებს და ნახავს, რა გამოიწვიეს მისმა ქმედებებმა“, - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, წინამძღვრის მეუღლე ბერესტიდან: ეს საშინელებაა, რაც ბართლომემ გააკეთა.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.